მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა — პროკურორი
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ახალი ექსპერტიზის დასკვნა შინაარსობრივად ექსპერტიზის დასკვნა არაა. ამასთან იგი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას ძმამ შეადგინა.
როგორც პროკურორი განმარტავს, ამას მხოლოდ ინფორმირებისთვის ამბობს.
"შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა, ეს არაა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას აქვს თავისი სტანდარტები, რა მეთოდი იქნება გამოყენებული, რა ლიტერატურა იქნა გამოყენებული და ა.შ. საერთო არ არის მითითებული. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა და ბუნებრივია, ეს ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეასრულოს. ჩვენ ექსპერტიზა ამ დარგის წამყვან სპეციალისტებს აქვთ შედგენილი", — განაცხადა სადრაძემ.
პროკურორი, ამასთან, უარყოფს ადვოკატების ინფორმაციას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულებები. მისი თქმით, 8 ოქტომბრის შემდეგ მათ არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს, თუმცა ადვოკატებს მასალები არ გამოუთხოვიათ.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს. დღეს, 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი განიხილეს.
დაცვის მხარე თავდების საფუძველზე ბრალდებულების გათავისუფლებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობის გაგრძელებას მოითხოვდა.
სხდომის დაწყების წინ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს ბრალდებულები პასუხისგებაში, უვარგისია. დაცვის მხარე ბრალდებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა და დამატებით სასამართლოს შესთავაზეს იმ 200-მდე ადამიანის თავდებს, რომელთაც ამის სურვილი გამოთქვეს.
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნები გამოკითხა, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე.
ილიჩოვა/მელაშვილის ადვოკატებმა თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ ამაზე უარი უთხრა. გარდა ამისა, ისინი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოითხოვენ.
გაიგეთ მეტი:
- ჩვენ უდანაშაულოები ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ — ილიჩოვა ციხიდან ღია წერილს ავრცელებს
- საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი გვითხრა — მელაშვილის ადვოკატი
- მელაშვილის ადვოკატის თქმით, პროკურატურა რუკების ასლებს არ აძლევს
- დავით გარეჯის საკითხი დაბალ დონეზე ვერ დაიგეგმებოდა — კობახიძე
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს
- ხომ შეიძლება, მამა კირიონი თავის შეფასებებში ცდებოდეს? — მეუფე მელქისედეკი
- ისინი, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, კოლექტიური სააკაშვილები არიან — ღარიბაშვილი საზღვარზე
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები