ეკა მესხიძეს მედიაში გაკეთებული განცხადებების უარყოფა სააპელაციომაც დაავალა — გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
ეკა მესხიძეს, რომლის სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადგინა, სააპელაციო სასამართლომ მედიაში გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაავალა. საქმე ეხება მისი ყოფილი ხელმძღვანელის, საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელს, რომლითაც ის ითხოვდა იმ განცხადებების უარყოფას, რომლებიც მესხიძემ მედიაში მას შემდეგ გააკეთა, რაც სახალხო დამცველის დასკვნა საჯარო გახდა.
გამომდინარე იქედან, რომ ომბუდსმენის დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, უგრეხელიძე ამ დოკუმენტს ვერ გაასაჩივრებდა. მან საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა სარჩელი მესხიძის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სწორედ ეს გაასაჩივრეს სააპელაციოში მესხიძის ადვოკატებმა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მეორე ინსტანციის სასამართლომაც.
საია-ს ადვოკატს, დათო ლომთაძეს სააპელაციოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნია. მისი თქმით, რთული იქნება, მეორე ინსტანციამ შეძლოს და ეს ლოგიკური არგუმენტებით გაამყაროს.
"დისკრიმინაციას ადასტურებს სახალხო დამცველი და ეს მტკიცებულებებშიც გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეკა მესხიძეს სასამართლომ დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა. ზოგადად, ეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის საშიშროებას აჩენს. საქმე სახალხო დამცველმა უკვე განიხილა და ახლა მესხიძეს იგივე პროცესის გავლა უწევს ხელახლა. რა თქმა უნდა, პრობლემა არის სასამართლოს კუთხით და სასამართლოს არასწორი განმარტებების შედეგია ეს ყველაფერი", — ამბობს ადვოკატი On.ge-სთან.
საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან თანამშრომელი ქალის შევიწროებაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საჯარო გახდა სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც ამას ადასტურებდა. ამის შემდეგ, ეკა მესხიძე მედიასთან ამბობდა, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, ყოველდღიურად უწევდა უგრეხელიძისგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება არ სურდა და ამიტომ ითმენდა. დუმილის დარღვევა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობა დატოვა და ახალ სამსახურში უგრეხელიძის მხრიდან მუქარისა და ღირსების შემლახავი განცხადებები გაგრძელდა. უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 მარტს დატოვა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის დასკვნა საჯარო გახდა და განცხადებები ეკა მესხიძემაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ქალს არ სურდა იდენტიფიცირება, თუმცა საკითხის მედიაში გაშუქების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძემ ყოფილი თანამშრომლის სახელი და გვარი Facebook-ზე საჯაროდ დაწერა.
14 ივნისს საჯარო რეესტრის ყოფილმა თავმჯდომარემ სასამართლოში იჩივლა. მისი მოთხოვნა ეხებოდა ქალის მიერ მედიით გავრცელებული ცნობების და ღირსების შემლახავი გამონათქვამების უარყოფას. დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა, ეს სახალხო დამცველს უკვე დადგენილი აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უგრხელიძეს სარჩელი ნაწილობრივ 2019 წლის 9 აგვისტოს დაუკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით ქალს მედიაში უგრეხელიძის მიმართ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა. სწორედ ეს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 10 დეკემბერს.
ეკა მესხიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, უზენაეს სასამართლოსაც მიმართავენ.
ამავე თემაზე:
- რას ყვება ქალი, რომელიც საჯარო რეესტრის უფროსს სექსუალურ შევიწროებასა და შანტაჟში ადანაშაულებს
- პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
- თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძეზე: მოვუსმინოთ მამაკაცებსაც და ისე გამოვხატოთ პოზიცია
- წულუკიანი: უგრეხელიძემ დასკვნა მანახა, შეურაცხმყოფელი მესიჯები მას არ უნდა ეკუთვნოდეს
- პაპუნა უგრეხელიძემ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სასამართლოში უჩივლა
- სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უგრეხელიძის სარჩელი ღირსების შელახვაზე
- საია: უგრეხელიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარს შეაფერხებს
- ომბუდსმენი უგრეხელიძეზე: ჩვენ სექსუალური შევიწროება დავადგინეთ, სასამართლოს ამაზე არ უმსჯელია
- შრომისუუნარო გამხადეთ, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა არ დამიკარგავს — მესხიძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები