12 მთავარი ამბავი, რომლითაც აჭარაბეთმა წელს თავი დაგვამახსოვრა
უკვე 20 წელზე მეტია, adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ლიდერია. კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტებს და ზრუნავს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაზე. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი აჭარაბეთის 2020 წელს
სულ მალე ჩვენი ფეისბუქ მეგობრები 2020 წლის შეჯამებას დაიწყებენ და სევდიანი ისტორიების გარდა, ალბათ, პირად გამარჯვებებზეც მოგვიყვებიან: როგორ ისწავლეს ახალი უცხო ენა, როგორ მიეჩვივნენ ქოლისთვის 2 წუთში მოწესრიგებას, როგორ გაარემონტეს პანდემიის დროს ბინა და როგორ შეძლეს ცალი ხელით მუშაობა, ცალით კი — გემრიელი საჭმელების კეთება. ასეთი "გამარჯვებები" კომპანიებსაც აქვთ ხოლმე და მათთვის თვალის გადავლება არანაკლებ საინტერესოა. შეიძლება ამ სიამ აღმოგაჩენინოთ, რომ უძრაობის შეგრძნების მიუხედავად, ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა და, მიუხედავად შეზღუდვებისა, ამ პერიოდშიც უამრავი საქმის განხორციელება მოესწრო.
2020 წელი კომპანიებისთვისაც დატვირთული აღმოჩნდა და, ალბათ, აჭარაბეთი თქვენი Facebook მეგობარი რომ ყოფილიყო, ამ "ყოჩაღურ" ჩამონათვალს ურეაქციოდ გვერდს ვერ აუვლიდით:
1. აჭარაბეთმა სახელმწიფოს სწრაფი ტესტების შესაძენად ნახევარი მილიონი ლარი გადასცა
სწორედ მაშინ, როცა მასობრივი ტესტირების საჭიროებებზე უამრავი სტატია თუ კვლევა ქვეყნდებოდა, აჭარაბეთმა სახელმწიფოს სწრაფი ტესტების შესაძენად და ჩამოსატანად ნახევარი მილიონი ლარი გადასცა.
"სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოს გვერდით დგომა", — აცხადებდა კომპანია.
გარდა ამისა, ვირუსთან ბრძოლისთვის საქართველოს სათამაშო ბიზნესის კომპანიებმა, აჭარაბეთის ჩათვლით, 1 000 000 ლარი გაიღეს.
2. აჭარაბეთი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და უსაფრთხოების ზომების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
მარტის პირველ ნახევარში აჭარაბეთი დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო. შეჩერდა კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება. აჭარაბეთმა ასობით თანამშრომელი სახლში შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვა და მრავალთვიანი დისტანციური რეჟიმისთვის მოამზადა. პარალელურად კი, კომპანიამ მის ხელთ არსებული ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო. ინფორმაციის გასავრცელებლად გამოყოფილი მეტი არხის დამსახურებით, ფართო საზოგადოების ინფორმირება საგრძნობლად გამარტივდა.
3. აჭარაბეთის მხარდაჭერით სტეფანესა და მისი მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შეეხო. ათასობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ და ყოველდღიური საკვების გარეშე. აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის, ინიციატივის მხარდაჭერით, ფონდმა 1ანობამ და მუსიკოსმა სტეფანე მღებრიშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, რომელიც აუდიტორიის გარეშე ჩატარდა. სტეფანემ კონცერტზე ახალი ნამუშევარიც წარადგინა, რომლის პრემიერაც პირდაპირ ეთერში შედგა. თანხა იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ (პენსიონერებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს).
4. აჭარაბეთმა გამოგვკითხა, რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება კარანტინში და საინტერესო დასკვნებიც გამოიტანა
სანამ სპორტი გაჩერებული იყო, აჭარაბეთმა მომხმარებელს ჰკითხა, "რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება კარანტინში"?
გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის ნახევარზე მეტი — 66% ქალია, 34% კი — კაცი. ამასთან, მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლისაა. გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულია, 10% უმუშევარი, 8% კი უნივერსიტეტში სწავლობს.
კარანტინის დროს სილამაზის სალონების დახურვა აჭარაბეთის გამოკითხულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. გამოკითხული კაცების 49%-მა კარანტინის დროს თმები თავად შეიჭრა, ქალებში კი ეს რიცხვი 20%-ია. კარანტინის დროს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საჭმელს კვირაში 5-ზე მეტჯერ იმზადებს, 18%-დან 28%-მდე გაიზარდა. როგორც ჩანს, ნაკლები მოძრაობა და სტრესი გამოკითხულების წონაზეც აისახა. გამოკითხულთა 47%-მა თქვა, რომ წონაში მოიმატა, 15%-მა კი დაიკლო.
5. არიქას მხიარულმა ლაივებმა კარანტინის დროს სახლში ყოფნა შეგვიმსუბუქა
არიქა adjarabet.com-ის მომხმარებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. აპრილში აჭარაბეთმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სახალისო და გასართობი თამაშების ლაივ ტრანსლაციები დაიწყო. თამაშებზე ფსონების დადება და ქულების დაგროვება სრულად უფასო იყო, შედეგების სწორად გამოცნობის შემთხვევაში კი მომხმარებელი სხვადასხვა პრიზს იგებდა.
6. აჭარაბეთმა უპრეცენდენტო 100-დღიანი გათამაშება გამართა
აჭარაბეთის 100-დღიან გათამაშებას, რომელიც ყოველდღიურად რუსთავი 2-ის ეთერში იმართებოდა, ანალოგი არ გააჩნია. გათამაშება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა (შეზღუდვები, კომენდანტის საათი, კრიზისი), თუმცა გამარჯვებულების გამოვლენა ერთი დღითაც არ შეჩერებულა.
"ჩვენი მიზანი იყო, ამ რთულ დროსაც კი ყოველდღიურად გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და გვეთქვა: გილოცავთ, თქვენ მოიგეთ", — აცხადებენ კომპანიაში.
7. გავიგეთ, ვინ ყოფილა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ერთგული გულშემატკივარი
საქართველო-ბელარუსის მატჩის წინ აჭარაბეთმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ერთგული გულშემატკივარი გამოავლინა: ამისთვის კომპანიამ მონაცემთა ბაზაში ნახა ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, ყველაზე ხშირად დებდა ფსონს საქართველოს მოგებაზე. ბატონმა ზურამ საჩუქრად საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე დასწრება მიიღო: საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
8. 2020 წელს აჭარაბეთი ყველა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერი იყო
ტექნოლოგიები ის სფეროა, რომელიც აჭარაბეთისთვის მუდმივად პრიორიტეტულია: ინოვაციების მხარდაჭერისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა კი პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.
აჭარაბეთის ინიციატივით გაიმართა პირველი ციფრული ტექ-ფესტივალი aTech Restart, რომლის თემაც ახალ რეალობასთან ტექნოლოგიური ადაპტაცია იყო; ჩატარდა ProductTank Tbilisi-ს ღონისძიება, რომელმაც პროდუქტ მენეჯერები, სტარტაპერები, დიზაინერები და დეველოპერები შემოიკრიბა; აჭარაბეთისვე მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა;; სტარტაპ გრაინდსა და აჭარაბეთს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და კიდევ ერთი: კომპანია ონლაინ სათამაშო ბიზნეს ინდუსტრიაში რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტის, SBC Digital Summit CIS-ის ბეთინგ პარტნიორი გახდა.
9. აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი პლატფორმა, ინიციატივა წარადგინა
2020 წელს აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა წარადგინა. iniciativa.ge ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ პროექტსა თუ წამოწყებას, რომელიც კომპანიას აქამდე განუხორციელებია, ან – სამომავლოდ გეგმავს.
პლატფორმის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კომპანია ისეთ პროექტებზე ორიენტირდება, რომელთაც ქვეყნისათვის გრძელვადიანი სარგებელი მოაქვთ.
10. შეიქმნა ვებგვერდი პასუხისმგებლიანი თამაშისთვის — martetamashi.ge
პასუხისმგებლიანი თამაში აჭარაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. "ინიციატივის" ფარგლებში შექმნილ ახალ პლატფორმაზე martetamashi.ge განთავსებულია სასარგებლო რჩევები და ხელსაწყოები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს, რამდენად ჯანსაღად თამაშობს.
პასუხისმგებლიანი თამაში არის კოლექტიური ქმედების და საერთო პასუხისმგებლობის შედეგი, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე იზიარებს: სათამაშო ინდუსტრია, სახელმწიფო და თავად მოთამაშეები.
11. 2020 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, აჭარაბეთი აქტიურად უჭერდა მხარს ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს
აჭარაბეთი უკვე წლებია, ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერია, თუმცა 2020 წელს ეს კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა. ოქტომბერში აჭარაბეთი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა, პარალელურად, კი კომპანია ქართველი სპორტსმენების პოპულარიზაციაზეც მუშაობს. აჭარაბეთის საპატიო ელჩი და მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიკაძე 2020 წელს გამარჯვებებით გვანებივრებდა. აჭარაბეთი სპორტსმენს კარიერულ განვითარებაში ეხმარება და მის წარმატებას ფართო საზოგადოებას აცნობს.
12. წლის მშვენიერი დაგვირგვინება კი SBC Awards-ზე წლის მარკეტინგული კამპანიის ფინალისტობა იყო
აჭარაბეთი SBC Awards-ზე წლის მარკეტინგული კამპანიის კატეგორიის ფინალისტებს შორის მოხვდა. 10 ფინალისტში აჭარაბეთი ინტერაქტიული პროექტით "არენათი" იყო წარდგენილი.
არენა სათავგადასავლო ჟანრის კინო-თამაშია, რომელშიც მაყურებელი თვითონ ხდება სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაყურებელს ისე შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი და მართოს თამაში, როგორც სურს. SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს გემბლინგის სფეროს უახლეს ამბებს აცნობს. ხოლო SBC Awards ყოველ წელს სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო გემბლინგ კომპანიებს აჯილდოებს. გარდა ამისა, აჭარაბეთი არის Flutter Entertainment-ის წევრი, რომელსაც სულ ცოტახნის წინ პოკერსტარსიც შეუერთდა. ამგვარად, ამერიდან აჭარაბეთი და პოკერსტარსი ერთი ჯგუფის წევრები არიან.
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
კომენტარები