კვლევა დაიწყო ერთზე და ორი არის კიდევ საეჭვო — გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამზე საქართველოში ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ამასთან, გამყრელიძის თქმით, კიდევ ორი ნიმუშია საეჭვო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"გენომის სეკვენირება დაიწყო ერთზე და ორი არის კიდევ საეჭვო, სადაც ვეძებთ იმათ ნიმუშებს ხელმეორედ, ანუ იმ ადამიანების, ხელმეორედ უნდა იქნეს აღებული, რადგან პირველად ნიმუშში ეჭვი არის. აიღება ნიმუშები ხელმეორედ და კიდევ ორზე დაიწყება ეს კვლევა. ლუგარის ლაბორატორიის შესაბამის დეპარტამენტს უკვე აქვს დავალება მიღებული, რომ შესაბამისი პროტოკოლი გაკეთდეს, რანდომულად რომელ ჯგუფებზე ჩატარდეს ეს კვლევები, რადგან ეს გენომის სეკვნირება არ არის ყოველდღიური კვლევა და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა, როდესაც გენს მთლიანად შიფრავ",— განაცხადა მან.
მისივე თქმით, სეკვენირების დასრულებას, დაახლოებით, 4-5 დღე სჭირდება, ამიტომ ზუსტი პასუხი დადასტურდება თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი საქართველოშიც, მომავალ კვირას ეცოდინებათ.
14 დეკემბერს ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დააფიქსირეს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არაა დამტკიცებული არის თუ არა უფრო მომაკვდინებელი. რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის მუტაციური ვარიანტის გამო ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი უკვე ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა.
21 დეკემბერს კი, საქართველოში ბრიტანეთიდან შემოსული, ან ბოლო 2 კვირაში ბრიტანეთში ნამყოფი პირებისთვის სავალდებულო კარანტინი დაწესდა
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
კომენტარები