მეცნიერულად დასაბუთებული არ არის, რომ ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს აზარალებს — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეცნიერულად არ არის დასაბუთებული, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი ახალგაზრდებს უფრო მეტად აზარალებს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
"რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, რაიმე განსხვავება, მეცნიერულად დასაბუთებული, არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს შტამი უფრო მეტად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. გარკვეული ვარაუდი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა დადასტურებული ეს მონაცემი არ არის. ერთადერთი, რაც არის ცნობილი, არის ის, რომ მისი გავრცელების სისწრაფე შესაძლოა იყოს უფრო მეტი, ვიდრე პირვანდელი ვერსიის შემთხვევაში", — თქვა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ახალი შტამი კლინიკურად იგივენაირად მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსის მანამდე ცნობილი ვერსია, თუმცა ცნობილია ის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება.
თამარ გაბუნიას თქმით, შესწავლილია იმ ადამიანის ყველა კონტაქტი, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი 3 იანვარს დადასტურდა. მანამდე, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მარტივად გადადის.
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები