თოვლის გამო, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ინტენსიური თოვის გამო, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერიის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს. ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110-მეტრიანი გადამცემი ხაზი.
რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი, ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი, ძალისი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ კუთხით პრობლემა უკვე აღმოიფხვრა ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
"ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე არინ გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების გამო ენერგო-პრო ჯორჯიამ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა", — აცხადებენ მერიაში.
თოვამ პრობლემები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო დახმარებისთვის 140 შეტყობინება მიიღეს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხესა და თოვლში ჩარჩენილ მანქანას ეხება. წყნეთის გზაზე კი ავტობუსის გაჩერება წაიქცა, რის შედეგადაც მოზარდი დაშავდა. პოლიკლინიკაში პირველადი დათვალიერების შედეგად მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები და ექიმის ინფორმაციით, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, გაწერეს.
პრობლემები შეიქმნა გზებზეც. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და ინტენსიური თოვლის გამო, ქვეყნის საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებსა და გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები