მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა — ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მზადაა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრებს დაესწროს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდნეტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.
"მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა აქვე, საჯაროდ დავადასტურო, რომ ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა.
ასევე, მინდა მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციასა და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის", — თქვა მან.
აქამდე ღარიბაშვილი გამორიცხავდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას. იგი ამბობდა, რომ არავითარი კრიზისი არ არის, "გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა, სიღარიბის" და ა.შ. კრიზისებისა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდებოდა. "ღმერთმა დამიფაროს, რომ [ჩვენი პოზიციები] დაუახლოვდეს მათ პოზიციებს", — თქვა ღარიბაშვილმა. პრემიერმინისტრმა მართალია სივრცე დატოვა "კონსტრუქციულად განწყობილ" ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ "კატეგორიულად" აცხადებს უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იგი დღეს დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გამართული შეხვედრების შემდეგ, შარლ მიშელმა ისინი ერთობლივ შეხვედრაზე მიიწვია და განაცხადა, რომ დროა "ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე".
გაიგეთ მეტი:
- მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს სასამართლოსადმი ნდობა გააჩნდეთ — მიშელი
- ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დროა ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე — მიშელი
- პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო და პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ ჩვენ წინააღმდეგ — აქტივისტების წერილი მიშელს
- "თქვენ არ ხართ მარტო, ევროპა მხარს უჭერს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას" — მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
- ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს — მიშელი
- გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი ძალიან აშფოთებს ევროკავშირს და პირადად მეც — მიშელი
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები