მთავრობა და ქართული ოცნება ასპონსორებენ პოსტებს, სადაც ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავენ
საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნება ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის გამარჯვების მისალოცად ფულს ხარჯავენ. კერძოდ, საუბარია Facebook პოსტებზე, რომლებსაც პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ასპონსორებენ. პირველ შემთხვევაში გადამხდელი საქართველოს მთავრობაა, ხოლო მეორეში — ქართული ოცნება.
რაც შეეხება დახარჯულ თანხას, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდმა ბასილაშვილისთვის გამარჯვების მისალოცი პოსტი 100-დან 200 დოლარამდე თანხით დაასპონსორა და რეკლამა სოციალურ ქსელში ორი დღის განმავლობაში იყო. ამავდროულად, საქართველოს პრემიერმინისტრს ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე არასდროს უსაუბრია.
მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ეს ვერ ჩაითვლება საიმიჯო პოსტად, რასაც პირველი პირები ხშირად აკეთებენ — გარდა იმისა, რომ ყველა ტექსტი ქართულ ენაზე წერია და უცხოენოვანი მკითხველისთვის მიუწვდომელია, პოსტების სამიზნე აუდიტორიად კონკრეტულად საქართველოს მოსახლეობა, 18-65+ ასაკის ადამიანები მიუთითეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ის მონაცემებით, საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის მხოლოდ ამ გვერდის რეკლამაში 2020 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 15 მარტამდე პერიოდში ჯამში 34 532 დოლარი აქვს დახარჯული.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, მან ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის გამარჯვების მისალოცი ორი პოსტი დაასპონსორა. პირველში ჩოგბურთელს როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავდა და ამაში დაახლოებით 100 დოლარამდე დაიხარჯა. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, თალაკვაძის პოსტებში ფულს პარტია ქართული ოცნება იხდის.
დაახლოებით იგივე თანხა დახარჯა თალაკვაძემ ბასილაშვილისთვის დოჰას ტურნირში გამარჯვების მისალოცად. პრემიერმინისტრის მსგავსად, არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უხსენებია, რომ ბასილაშვილი ძალადობაშია ბრალდებული. ორივე პოსტი Facebook-ზე ორის დღის განმავლობაში რეკლამდებოდა. პოსტების სამიზნე აუდიტორიად თალაკვაძესაც საქართველოს 18-65+ ასაკის მოსახლეობა ჰყავს მითითებული
არჩილ თალაკვაძის Facebook გვერდზე განთავსებულ სარეკლამო პოსტებში ქართულ ოცნებას 2020 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 15 მარტამდე ჯამში 20 399 დოლარი აქვს დახარჯული.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის გამარჯვებას საერთოდ არ გამოხმაურებია ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, მან ნელი დოროყაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა 2020 წლის 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.
ჩოგბურთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან ეს პროცესი მანამდე დასრულდა მოლაპარაკებით.
სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები