საკონსტიტუციომ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სარჩელი დაარეგისტრირა — ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსიტუციო სასამართლომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე შეტანილი სარჩელი დაარეგისტრირა.
"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ჩვენი სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც საქართველოს უკანონო, ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ უარი გვითხრა", — განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ სენატის სხდომიდან ნათლად ჩანდა, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით "ოლიგარქიული რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლაში.
"გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ ისინი ამ ურთულეს დროს დგანან საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში", — განაცხადა ნათელაშვილმა.
23 მარტს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა. სენატორებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შეაფასეს. სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო ახლა კრიტიკულ მომენტშია. მისივე თქმით, თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსს დაკარგავს.
განცხადებები შეეხო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებასაც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
საბოლოოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადეს. რეზოლუციის მიღების ინიციატივა სენატორმა როს ჯონსონმა წამოაყენა. ჯონსონის თქმით, ეს მხარეებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები