რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, მაგრამ, ეს მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ — გოლეთიანი
აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიმართ რეპრესიულ მეთოდებს იყენებს, თუმცა ეს აქტივისტების სასარგებლოდ მუშაობს.
"მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ამ ყველაფერს [რეპრესიებს პოლიციის მხრიდან] გამოვავლენთ და ამაზე ვისაუბრებთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენ მხარდაჭერას. რეპრესიული მეთოდები ჩვენი მისამართით მუშაობს და ამუშავებენ ამ მეთოდებს, ეს ისედაც ფაქტია. ისინი რეპრესიებს ახორციელებენ ჩვენი მისამართით, მაგრამ, მუშაობს რეპრესია ჩვენ სასარგებლოდ. იმიტომ, რომ რაოდენობრივად ვიზრდებით. არა მგონია ვინმე ჯარიმით დააშინონ, ან დუბინკის მოქნევით", — აცხადებს გოლეთიანი.
მან მაგალითად მოიყვანა აქტივისტების დაჯარიმება ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე მაშინ, როცა წინასწარ იყო შეთანხმებული პოლიციასთან, რომ ეს არ მომხდარიყო,
"გუშინ მე თავად შევუთანხმდი საპატრულო პოლიციას აქ მდგომ ადამიანებზე, რომ არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება. ანუ, შეთანხმებულად, გარკვეულ არეალში შეეძლოთ დადგომა და დადგა ეს ხალხი იქ და მივიღეთ დღეს ის სურათი, რომ მოსდიოდათ ჯარიმები ადამიანებს.
ახლა ჩვენ ვუთხარით პრემიერის რწმუნებულსაც, გუბერნატორსაც, ბატონ ზაზასაც, ლომინაძეს [ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი], ყველას ვუთხარით იგივე და თქვეს, რომ გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ", — განაცხადა გოლეთიანმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა, გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას წაუყენეს სამი პირობა, რომელთა შესრულება აუცილებელია, რათა გაიხსნას სივრცე შემდგომი დიალოგისთვის.
გაიგეთ მეტი:
- მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება — მუსელიანი ნამახვანის თემაზე შეხვედრის შემდეგ
- შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ — სუბარი აქტივისტებთან დიალოგის დასრულების შემდეგ
- "პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში გადადის" — აქტივისტების 3 პირობა ხელისუფლებას
- რიონის ხეობის აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
- არ დავესწრებით შეხვედრას, თუ გადაღების უფლება არ გვექნება — გოლეთიანი მთავრობის შეთავაზებაზე
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები