ყველანაირ ძალადობას ვგმობ ქალთა მიმართ, ამავდროულად, არასოდეს დავაზიანებ უდანაშაულობის პრეზუმფციის არსს — გალდავა
ლელოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ გმობს ყველნაირ ძალადობას ქალთა მიმართ, თუმცა, ასევე, არასდროს დააზიანებს უდანაშაულობის პრეზუმფციის არსს. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.
"რაც შეეხება გოგი წულაიას საკითხს, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობ ქალთა მიმართ, ამავდროულად, არასოდეს, როგორც იურისტი არ დავაზიანებ უდანაშაულობის პრეზუმფციის არსს. ამ საკითხზე არის ჩასატარებელი ობიექტური გამოძიება. ობიექტური მართლმსაჯულების შედეგი უნდა დადგეს, მაგრამ ეჭვს მიჩენს უშუალოდ ეს ფაქტი, რადგან ძალიან მალე ბერა ივანიშვილის საჯაროდ შეგინებიდან მოხდა ეს ამბავი, დაკავების ფაქტი. მე ახლა როგორც იურისტი, მაინტერესებს, მსგავს დანაშაულებზე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ არ ვიცით დამნაშავეა თუ არა ეს ადამიანი, მაინტერესებს სხვა შემთხევებში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას იყენებენ? ეს საკითხი უკვე არის შესამოწმებელი, გადასამოწმებელი და სხვა შემთხვევაში თუ პატიმრობას არ იყენებენ, ხომ არ გამოდის ორმაგი სტანდარტი? სხვა მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობა აუცილებლად დასაგმობია, აუცილებლად მძიმე დანაშაულია", — განაცხადა ლანა გალდავამ.
რაც შეეხება ლელოს ხელმოწერას საერთო ოპოზიციურ განცხადებაზე წულაიასთან დაკავშირებით, ის აცხადებს, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, შესაბამისად, ფიზიკურად ვერ იქნებოდა ეს ხელმოწერა.
"მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც ვნახე [ოპოზიციის განცხადება] იმიტომ, რომ ჩვენ ზოგადად გოგი წულაიას საკითხზე არ გვიმსჯელია პარტიაში და შესაბამისად, ეს ხელმოწერა იქ ფიზიკურად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ საკთხზე არ იყო ნამსჯელი. ჩვენგან ამ განცხადებაზე ხელი არავის არ მოუწერია. რაც შეეხება თვითონ გოგი წულაიას საკითხს", — აცხადებს გალდავა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გოგი წულაიას მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.
საერთო განცხადება ევროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა. ხელმომწერთა შორის იყო ლელოც, თუმცა მოგვიანებით პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციის საერთო განცხადება პარტიაში არ განხილულა და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე.
წულაია 17 მარტს ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას თავდაპირველად ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს, შემდეგ კი დაუმძიმეს და ამჟამად ის ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობით ჩანდენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი, რომელზე ძალადობაც ბრალდება წულაიას On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. იგი უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.
"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ", — ამბობს ასმათ დვალიშვილი.
გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა. მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც ისმის, რომ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ, "სჯიან" ადამიანებს, რომლებიც ბერას აგინებენ, გოგი წულაიამ მას უხმოდ, ხელების მოძრაობებით აგინა.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები