7 შემთხვევა, როცა გომელაური ესებუას დაკავებას "დაგვპირდა"
მას შემდეგ, რაც ბადრი ესებუა გაიქცა, ვახტანგ გომელაური თითქმის ყველა საჯარო გამოჩენისას "გვპირდება", რომ მას დააკავებენ. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები ყოველ ჯერზე განსხვავებულია: ხან ამბობს, რომ თავდამსხმელი შეიძლება, ერთ წელში დააკავონ, ხან თარიღად 10 წელს ასახელებს; ისიც კი უთქვამს, რომ შესაძლოა ესებუა საერთოდ ვერ დაიჭირონ — "არის მსგავსი პრეცედენტებიც", ამტკიცებს ის.
უკვე 195 დღე გავიდა, რაც ესებუას ადგილსამყოფელი უცნობია და შს მინისტრმა ხუმრობაც კი დაიწყო იმაზე, როდის იპოვიან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დამნაშავეს. გავიხსენოთ, რას გვეუბნებოდა გომელაური ამ პერიოდის განმავლობაში.
1. "ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვსდიოთ, არ არის ეგ პრობლემა"
27 ოქტომბერს, შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ შესაძლოა თავდამსხმელს ერთი კვირა ან თვე სდიონ, რაც სულაც არ ეპრობლემება.
"ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვსდიოთ — ან მეტი ან ნაკლები. ეგ პრობლემა არ არის. გვაცადეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", — განუცხადა გომელაურმა მთავარი არხის ჟურნალისტს.
2. "ხედავთ, რომ ამ საქმეზე ვმუშაობთ, ხომ? დავაკავეთ ძმა, რომელიც ეხმარებოდა"
ერთი არა, მაგრამ თავდასხმიდან უკვე 2 თვის შემდეგ, 18 დეკემბერს მან შეგვახსენა, რომ ესებუას დასაკავებლად "მუშაობდნენ" და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ თავდამსხმელის ძმა დაიჭირეს.
"ხედავთ, რომ ვმუშაობთ, ხომ? მოხდა ძმის დაკავება, რომელსაც გადაჰქონდა რაღაცა ტვირთი და ეხმარებოდა, იყო აკრძალული ნივთები შიგნით. ამ თემაზე ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ", — აღნიშნა გომელაურმა.
3. "ანუ სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ"
შს მინისტრმა ესებუაზე 22 დეკემბერსაც ისაუბრა. "ანუ სად წავა?" ჰკითხა ჟურნალისტებს გომელაურმა და დაკავების ახალ ვადად "დღეს არა" და "ხვალ" დათქვა.
"ნუ უკვირთ ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა. ანუ სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ", — განაცხადა მან.
4. "შეიძლება, ერთ წელში დავაკავოთ, შეიძლება, ვერ დავაკავოთ, არის მსგავსი პრეცედენტებიც"
იმავე დღეს, გომელაურმა ვადა ერთ წლამდე გაზარდა, მაგრამ აქვე დაამატა, რომ "შეიძლება, ვერ დააკავონ".
"აქედან გამომდინარე, ორ თვეში რატომ ვერ დავაკავეთ ესებუა [...] ვმუშაობთ. შეიძლება, ერთ წელში დავაკავოთ. შეიძლება, ხვალვე დავაკავოთ. შეიძლება, ვერ დავაკავოთ, კი ბატონო. არის მაგის პრეცედენტიც ხომ, 20 წელი გადის და ხალხი ვერ დააკავეს", — თქვა გომელაურმა.
5. "ქვეყანა ნამდვილად არ დაუტოვებია"
28 იანვარს მინისტრმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ესებუას დასაკავებლად მუშაობდნენ. ამჯერად, თარიღი არა, თუმცა ის გვითხრა, რომ ბანკზე თავდამსხმელი ისევ საქართველოშია.
"რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის. ქვეყანა ნამდვილად არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ყველაზე მეტად ვისაც გვინდა ეს ადამიანი დავაკავოთ, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროა. ყველაფერს ვაკეთებთ", — განაცხადა გომელაურმა.
6. "არ ვიცი, როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად"
უკვე 5 მარტს ვახტანგ გომელაურს სავარაუდო თარიღი აღარ დაუსახელებია, "არ ვიციო" აღნიშნა და ისევ შეგვახსენა, რომ მის დასაკავებლად "მაქსიმალურად" მუშაობდნენ.
"მე არ მინდა ახლა ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, იმ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ, არ ვიძახით ამას. არასდროს მითქვამს, რომ ხვალ, მაქსიმუმ ერთ თვეში, ესებუას დავაკავებთ. არ ვიცი, როდის დავაკავებთ. ვმუშაობთ მაქსიმალურად, არ იქნება სწორი ოპერატიული მიმართულებით დეტალებში შემოვიდე და ვისაუბრო", — აღნიშნა მან.
7. "ახლა გავალ და რამდენიმე წუთში, ალბათ, დაკავებული იქნება"
ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა "ამ თემაზე" ხუმრობებიც დაიწყო. "გავალ და რამდენიმე წუთში დაკავებული იქნებაო", — თქვა და აქვე დაგვპირდა, რომ ესებუას აუცილებლად დაიჭერენ.
"დავაკავებთ, რა თქმა უნდა, დავაკავებთ აუცილებლად. აი, ახლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება. ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, მე მგონი. შეიძლება, წლებიც გავიდეს. შეიძლება, 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, ჩემ შემდეგ მეოთხე მინისტრმა ან მეორე მინისტრმა, ეს ჩვეულებრივი თემაა. ვაკავებთ 10 წლის წინანდელ, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა", — თქვა გომელაურმა.
თითქმის 7 თვისა და მინისტრის არაერთი "დაპირების" მიუხედავად, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი კვლავ თავისუფალია. 22 ოქტომბერს ის, მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ფულთან ერთად გაიქცა და მიიმალა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები