ელიოტ პეიჯმა ოპერაციის შემდეგ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო პირველად გამოაქვეყნა
ოსკარის ნომინანტმა კანადელმა მსახიობმა, ელიოტ პეიჯმა, საკუთარ ინსტაგრამზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
"ტრანსგენდერის პირველი საცურაო კოსტიუმი", — წერს წერს Juno-სა და The Umbrella Academy-ის ვარსკვლავი ფოტოს აღწერაში.
"საკუთარ სხეულში კომფორტულად ყოფნის" მნიშვნელობაზე ელიოტმა ოპრა უინფრისთან ჩაწერილ ინტერვიუშიც ისაუბრა.
"როცა შხაპიდან გამოდიხარ, წელზე პირსახოცშემოხვეული და სარკეში იხედები, ამბობ: 'ეს მე ვარ'", — ასე უპასუხა მსახიობმა შეკითხვას, თუ რამ აღაფრთოვანა ტრანზიციის პერიოდში ყველაზე მეტად.
გასული წლის დეკემბერში ელიოტ პეიჯმა პირველად განაცხადა საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ, შეიცვალა სახელი და მისი მისამართით გამოყენებადი ნაცვალსახელები.
"მომწონს, რომ ტრანსგენდერი ვარ. მომწონს, რომ ქვიარი ვარ. და რაც უფრო ვუახლოვდები და ვუგებ საკუთარ თავს, მით მეტად ვოცნებობ, მეტად ფართოვდება ჩემი გული და უფრო ბედნიერი ვხდები", — აღნიშნა ვარსკვლავმა მაშინ.
ელიოტის განცხადებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მსახიობმა მხარდასაჭერი კომენტარები და გზავნილები მიიღო, როგორც გულშემატკივრებისგან, ასევე საკუთარი კოლეგებისა და სხვა ცნობილი ადამიანებისგან.
მას შემდეგ, ელიოტი თავადაც აქტიურად ცდილობს ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებსა და უფლებებზე ისაუბროს და ცნობიერება აამაღლოს.
"მივმართავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ტრანსადამიანების ჯანდაცვის კრიმინალიზებას ცდილობს და ჩვენი არსებობის უფლებას უარყოფს, ასევე ყველა მასშტაბურ პლატფორმას, რომელიც ტრანსთემის მიმართ შუღლის თესვას განაგრძობს — თქვენ ხელები სისხლით გაქვთ მოსვრილი", — წერდა პეიჯი, — "აგრეთვე მივმართავ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს, ვისაც ძალადობასთან, საკუთარი თავის სიძულვილთან, ჩაგვრასთან და ძალადობრივ მუქარებთან გამკლავება ყოველდღიურად უხდება — მე თქვენ გხედავთ, მიყვარხართ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო".
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები