გადადეს, სავარაუდოდ, ოხანაშვილს შეეშინდა, რომ მელიას პირველი გამოსვლა იქნებოდა ამნისტიაზე — ბოკუჩავა
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტის მოსმენა დღეს ქართულმა ოცნებამ იმიტომ გადადო, რომ მმართველი პარტიის დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს "შეეშინდა".
"ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გადადეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძალიან შეეშინდა ბატონ ოხანაშვილს, რომ ნიკა მელიას პირველი გამოსვლა პლენარულ სხდომაზე იქნებოდა სწორედ ამნისტიის კანონზე. გასაგებია ეს ყველაფერი, რომ ფორმალურად უმრავლესობაში არიან და ამიტომ გამოიყენეს და ამით შეცვალეს დღის წესრიგი, მაგრამ არაუშავს, პოლიტიკური გამოსვლის შესაძლებლობა მაინც გვექნება და მელია გააკეთებს დღეს მთავარ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს და როგორ ხედავს ენმ საკუთარ ფუნქციას ამ პარლამენტში", — თქვა მან.
ამნისტიის კანონპროექტის მოსმენა ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე არყოფნის გამო გადაიდო. აღნიშნული ინიციატივა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ წამოაყენა, რასაც პარლამენტში მყოფი დეპუტატები ერთხმად დაეთანხმნენ.
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მივიდა. პარტიის წევრებმა დღეს, 8 ივნისს პარლამენტში მისვლა დააანონსეს, თუმცა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე არ გამოცხადებულან. ისინი საკანონმდებლო ორგანოში სხდომის შესვენების დროს მივიდნენ.
ამასთან, 7 ივნისს პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, როლმელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.
30 მაისს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. იმავე დღეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მაგრამ წუხან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები