ხვალ მომეცემა შესაძლებლობა, ხვალ მოვალ, ხვალაც თუ გადადეს, ზეგ მოვალ — მელია
"ხვალ მომეცემა შესაძლებლობა, ხვალ მოვალ, ხვალაც თუ გადადეს, ზეგ მოვალ", — ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარე, ნიკა მელია პლენარული სხდომის დაგეგმილზე ადრე დასრულებას.
"თუ ხვალაც არ გადადეს და ენითაღუწერელი პრეცედენტი კვლავ არ გაიმეორეს, ხვალ მომეცემა შესაძლებლობა, ხვალ მოვალ, ხვალაც თუ გადადეს, ზეგ მოვალ, ზეგ თუ არ იქნება მაზზეგ, მაზზეგ თუ არ იქნება, იმის შემდეგ. დღეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ერთი რამ, რაც დადასტურდა არის, რომ ამ პარლამენტს არც პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს, არც არანაირი სუვერენული და ლეგიტიმური თანამდებობის პირი ქართული ოცნების მხრიდან. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი", — განაცხადა მელიამ.
7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში მისული ენმ-ს თავმჯდომარე დღეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლასა და განცხადების გაკეთებას გეგმავდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმდჯომარეს, კახა კუჭავას მელიასთვის სიტყვა არ მიუცია. მან სხდომა დახურულად გამოაცხადა.
დღეს 8 ივნისს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ, თუმცა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე არ გამოცხადებულან. ისინი საკანონმდებლო ორგანოში სხდომის შესვენების დროს მივიდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრების პარლამენტში არყოფნის გამო, დღეს ამნისტიის კანონპროექტის მოსმენა გადაიდო.
ამასთან, 7 ივნისს პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, როლმელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.
30 მაისს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. იმავე დღეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მაგრამ წუხან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები