დღეს, 22 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვები ნაწილი იხსნება, მათ შორის, თითქმის 8-თვის შემდეგ გაუქმდა კომენდანტის საათი. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკვებ და გასართობ დაწესებულებებს ღამის 12 საათის შემდეგ მუშაობა მაინც ეკრძალებათ.

საკორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ პრემირმინისტრმა და შემდეგ საკორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ისე გაახმოვანეს, რომ არც ერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია, რესტორნებს და გასართობ სივრცეებს მუშაობის განახლების უფლება რომელი საათიდან ექნებოდათ. სამუშაოს განახლების დროის არმითითებამ გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან შესაძლოა მუშაობა 00:00 საათამდე იყოს დაშვებული, გახსნა კი დაკეტვიდან თუნდაც ერთ წუთში იყოს შესაძლებელი.

On.ge მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გარკვევას, რომელ საათამდე მოქმედებს შეზღუდვა. მხოლოდ დღის ბოლოსთვის მთავრობის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ შეზღუდვა 00:00-05:00 პერიოდში იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, ეს ფორმულირება დადგენილებაში იქნება ჩაწერილი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გაიგე მეტი: