რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება ძალაში — მოკლედ
თითქმის 8-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, კომენდანტის საათი იხსნება. ამის შესახებ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. შემსუბუქდა სხვა შეზღუდვებიც, თუმცა სხვადასხვა პირობითა თუ რეკომენდაციით.
- დღეიდან, 22 ივნისიდან სავალდებულო აღარ არის პირბადის ტარება ღია სივრცეებში;
- პირველი ივლისიდან იხსნება კომენდანტის საათი.
პირბადის რეგულაცია — მართალია, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება აღარ გაქვთ, მაგრამ გამონაკლისია ავტობუსის გაჩერებები. ძალაში რჩება პირბადის ტარების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.
"გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება გარე სივრცეებში, მაგრამ ის რეკომენდებულია. ამიტომ, ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს და გეტყვით, რომ მიზანშეწონილია ჯერჯერობით პირბადე ვატაროთ", — თქვა ამირან გამყრელიძემ.
განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირბადე უნდა ვატაროთ ბაზრობებზეც. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.
კომენდანტის საათი — კომენდანტის საათის მოხსნა მხოლოდ იმიტომ თუ გინდოდათ, რომ მეგობრებთან ერთად გვიანობამდე გართობას აპირებდით, იმედები უნდა გაგიცრუოთ. როგორც აღმოჩნდა, გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა კაფეებში, რესტორნებში და გასართობ სივრცეებში, მაგალითად, კლუბებში ყოფნას ღამის 00:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებთ. იგივე ეხება სასტუმროების რესტორნებსაც.
განახლება: On.ge მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გარკვევას, რომელ საათამდე მოქმედებს საკვები და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვა. მხოლოდ დღის ბოლოსთვის მთავრობის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ შეზღუდვა 00:00-05:00 პერიოდში იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, ეს ფორმულირება დადგენილებაში იქნება ჩაწერილი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ამასთან, საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ამიტომ მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
დღეს გავიგეთ ისიც, რომ ორ კვირაში საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა და როგორც პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, დაიწყება ვაქცინაციის "ძალიან ინტენსიური" პროცესი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საუბარია ოთხი ტიპის ვაქცინაზე — Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და Sinovac.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები