სჯობს თავად მოჰფინონ ნათელი მათ განცხადებებს — დეგნანი ქართულ ოცნებაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ "სჯობს ქართული ოცნების ლიდერებმა თავად მოჰფინონ ნათელი მათ განცხადებებს". ასე პასუხობს კელი დეგნანი ჟურნალისტების კითხვას, მისი აზრით, ვის გულისხმობს მმართველი პარტია, როცა აცხადებს, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შესახებ უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია.
დეგნანმა დღეს თქვა ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების შესახებ ძალიან ნათლად წერია. ქართულ ოცნებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მანამდე კრისტიან დანიელსონთან "ზეპირი შეთანხმება" ჰქონდათ, დეგნანი ასე პასუხობს:
"მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს. მე არ ვიცი, იყო თუ არა რამე სიტყვიერი შეთანხმება, მაგრამ ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, რომ როდესაც ხელშეკრულებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული".
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლის მანძილზე მხარს უჭერს საქართველოს და უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და განვითარებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება.
"ჩვენ კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული", — დასძენს ის.
ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო კრიტიკას გუშინ, 16 ივლისს გამოეხმაურა. განცხადების ავტორები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი არიან და ისინი საუბრობენ როგორც პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები. მათი ტექსტის უმეტესი ნაწილი ზუსტად იმეორებს პოლიტსაბჭოს 23 ივნისის განცხადებას. მათ შორის, საუბარია კრისტიან დანიელსონის პირველად დოკუმენტზე და "ზეპირ შეთანხმებაზე", მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო, შარლ მიშელის შეთანხმებაში პირდაპირ წერია მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, დეპუტატების მტკიცებით, ქართული ოცნება შეთანხმებას იცავს.
შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს". მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს და თან ამტკიცებდა, რომ დოკუმენტის პირობებს ასრულებს, აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ყვითლად არის მონიშნული შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც საუბარია მოსამართლეების შერჩევის შეჩერებაზე.
პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. უმრავლესობის მხარდაჭერა იმ კანდიდატებმა მოიპოვეს, რომელთა დაკავშირებითაც სამართლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კითხვები აქვთ მათ კავშირებზე ე.წ. სასამართლო კლანთან. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.
გაიგე მეტი
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები