ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ძალადობრივი და პრორუსული არხის, Alt-Info-ს ვებგვერდი Facebook-მა მათი შეტყობინების საფუძველზე წაშალა.

"სამართლიანმა არჩევნებმა Facebook-ს მიმართა და Alt-Info-ს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.

Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, Alt-Info-მ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ძალადობრივი და პრორუსული არხი, Alf-Info Facebook-ზე 16 ივლისს აღარ იძებნებოდა, თუმცა, ამ დროისთვის მათ უკვე შექმნეს ახალი გვერდი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ 16 ივლისს, Alf-Info-ს ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძ. განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც. პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მათ დაადასტურეს, რომ პოლიციას მათთან კითხვები 5-6 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა არაერთხელ დაბლოკა Alt-Info-ს გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს.