ენმ-მ მერობის კანდიდატები კიდევ 24 მუნიციპალიტეტში წარადგინა — ვინ არიან ისინი
ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის 24 კანდიდატი წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, წარდგენისას განაცხადა, ეს არის "რეფერენდუმის ლიდერების" ბოლო ნაწილის წარდგენა.
ენმ-ის კანდიდატები არიან:
- სენაკი — კობა ნაყოფია;
- ოზურგეთი — ირაკლი ღლონტი;
- ჩოხატაური — ნონა სიხარულიძე;
- წალენჯიხა — გია ხარჩილავა;
- ჩხოროწყუ — ბადრი ქარჩავა;
- ონი — ვაჟა ცეცაძე;
- ცაგერი — მადონა ბენდელიანი;
- წყალტუბო — ზაზა მეტრეველი;
- ტყიბული — ბესიკ ზოსიაშვილი;
- ბაღდათი — გიორგი რობაქიძე;
- ხარაგაული — დავით მაღლაფერიძე;
- საჩხერე — ირინე გრძელიშვილი;
- ახალციხე — დავით ბალიაშვილი;
- ახალქალაქი — მელიქ რაისიანი;
- ნინოწმინდა — ავაკ გრიგორიანი;
- ბორჯომი — გივი ჯოლბორდი;
- დუშეთი — ლევან კვირკვეიშვილი;
- თიანეთი — ილია არჩემაშვილი;
- ყაზბეგი — იმედა შიოლაშვილი;
- მარნეული — ელდარ მუსტაფაევი;
- ბოლნისი — ვახტანგ ჩაგელიშვილი;
- გარდაბანი — ბესიკ კახაბრიშვილი;
- წალკა — რუსლან ხუციშვილი;
- ყვარელი — ალექსანდრე მჭედლიშვილი.
ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ ენმ რამდენიმე ქალქში სხვა პარტიების და ასევე დამოუკიდებელ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ესენი არიან:
- ლაგოდეხი — ზურაბ ჯაფარიძე;
- თერჯოლა — ზურაბ ბუცხრიკიძე;
- ჭიათურა — ნოდარ ჩაჩანიძე;
- ლანჩხუთი — ლია მუხაშავრია;
- ხონი — ზურაბ ჯიბუხაია;
- მესტია - გეგი გულედანი.
"ეს ქვეყანა ერთხელ უკვე დადგა ფეხზე და ახლაც ასე იქნება. ამისთვის ჩვენი რეფერენდუმის ლიდერები მოივლიან მთელ ქვეყანას, თქვენგანაც მოისმენენ და თვითონაც შემოგთავაზებენ რეალურ გზებს, როგორ შევამციროთ სიღარიბე, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, როგორ არ შევეგუოთ გათავხედებულ კრიმინალს, როგორ ვიაროთ დასავლეთისკენ. ჩვენ მოგიყვებით და თქვენგანაც მოვისმენთ მთავარს, როგორ დავამარცხოთ ეს ბოროტება ქვეყანაში", — განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ წარდგენაზე.
მისი თქმით, ხელისუფლება ისევ შეეცდება არჩევნების გაყალბებას, მაგრამ აცხადებს, რომ "ვეღარ გაუვა, ვეღარ გააყალბებს", რადგან მეორე მხარეს "გულანთებული საქართველოს უდიდესი ნაწილი იდგება".
"ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის და მისი მონა-მორჩილების", — განაცხადა მელიამ და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.
ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტთა ერთ ნაწილში რამდენიმე დღის წინ წარადგინა. ამასთან, ოპოზიციის ერთი ნაწილს თბილისში მერობის საერთო კანდიდატად ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ჰყავს დასახელებული. ამ შეთანხმების თანახმად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიაა, წარდგენილი. თბილისის მაჟორტარობის კანდიდატები კი ენმ-ს არ დაუსახელებია და ათივე მაჟორიტარი ოპოიციის შეთანხმების მონაწილე პარტიების კანდიდატები არიან. თუმცა, თბილისის გარეთ, ენმ ცალკეულ მუნიციპალიტეტბში სხვა პარტიების კანდიდატებს უჭერს მხარს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. მიშელის შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ეს შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ამ პირობის შესრულების საკითხი კითხვის ქვეშ დადგა. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც აცხადებს, რომ შეთანხმება დადებულია და ქართული ოცნების მიერ ცალმხრივად უარის თქმა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ აუქმებს და მათ შესრულება მაინც მოუწევთ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები