გაგუას კლინიკის დირექტორის, დავით გაგუას განცხადებით, იმისთვის, რომ ორსულმა ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეინარჩუნოს, ვაქცინაცია აუცილებელია. მისი თქმით, რაც უფრო მალე აიცრებიან ორსულები, უფრო დიდი შანსია, რომ გართულებები არ იყოს.

"ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ დელტა შტამი მიმდინარეობს ასეთი აგრესიული მიმდინარეობით. ორსულ ქალს, ის ჯანმრთელი არის, მაგრამ თვითონ ორსულობიდან გამომდინარე, შეიძლება, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ამას ემატება იგივე ის, რომ ამ შტამის დროს ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებულია. ორსულ ქალს რომ შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ის აუცილებლად უნდა აიცრას. ამის უკუჩვენება არ არსებობს, ზუსტად იმიტომ ვიღებთ ასეთ შედეგს. რაც უფრო მალე აიცრებიან ორსულები, მით უფრო დიდი შანსი გვაქვს, რომ ეს გართულებები არ გვქონდეს", — განუცხადა მან მთავარ არხს.

დღეს თბილისში კორონავირუსით კიდევ ერთი ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ იმაზე, რომ დელტა შტამი ორსულებში უფრო მეტი რისკის მატარებელია. ისინი მოუწოდებენ ორსულებს, რომ დროულად გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

წაიკითხეთ ასევე: