იმ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ თალიბანთან, თუ ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს — ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფი მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მომავალში აშშ თალიბანთან მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებს და იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ვალდებულებების შესასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
"ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვთანამშრომლობდით თალიბანთან, რომ შესაძლებელი ყოფილიყო საევაკუაციო ოპერაციების ჩატარება.მომავალში თალიბანის მთავრობასთან ნებისმიერი თანამშრომლობა მხოლოდ ერთი რამით იქნება გამოწვეული — ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები", — განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ თალიბებთან თანამშრომლობა არ იქნება განპირობებული მათ მიმართ ნდობითა და რწმენით და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც აშშ გადადგამს, დაფუძნებული იქნება არა იმაზე, თუ რას ამბობს თალიბანი, არამედ იმაზე, თუ რას აკეთებს ის თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.
"თალიბანი ეძებს საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და მხარდაჭერას. ჩვენ მესიჯი არის ის, რომ მათ ის უნდა მოიპოვონ. თალიბანს შეუძლია ამის გაკეთება მოგზაურობის თავისუფლებაზე აღებული ვალდებულებების შესრულებით; ავღანელი ხალხის, მათ შორის, ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვით და ინკლუზიური მთავრობის შექმნით, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ავღანელი ხალხის მისწრაფებები და საჭიროებები", — განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ თალიბანი შეძლებს მუშაობას ისე, რომ ეს ინტერესები დაცული იქნება, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქის, მარკ ფრერიქსის, უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში, ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობა იქნება და [თალიბანი] შეინარჩუნებს ბოლო 20 წლის მიღწევებს, იმუშავებენ თალიბანთან ერთად.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა, რომ გაყვანა 1-ელ მაისს დაიწყებოდა და 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს.
მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
ბოლო დღეებში ავღანეთში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და მედიაში სხვადასხვა მონაცემი ვრცელდება. ავღანეთის ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი უდგას, დანებებას არ აპირებს. ის სამხედრო მეთაურ აჰმად მასუდთან ერთად მომხრეებს პანჯშირის ხეობაში კრებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ ასობით მებრძოლი პანჯშირის ხეობის ასაღებად გაგზავნა. თუმცა, შედეგების შესახებ ჯერეჯრობით არაფერია ცნობილი.
საერთაშორისო საზოგადოებამ კი თალიბანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება დაიწყო. 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ავღანურმა დანაყოფმა აიღო. ტერაქტს 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო და თალიბანის 28 მებრძოლი იყო. აშშ და კოალიციის წევრი ქვეყნები აცხადებდნენ, რომ ისინი ევაკუაციას 31 აგვისტომდე არ შეწყვეტდნენ.
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები