თალიბანი გეგმავს, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯა და ხელის მოკვეთის სასჯელი აღადგინოს
თალიბანი გეგმავს, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯა და ხელების მოკვეთის სასჯელი აღადგინოს. The Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოლა ნურუდინ ტურაბიმ მათთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. მისი თქმით, ეს, სავარაუდოდ, საჯაროდ აღარ მოხდება.
"ყველა გვაკრიტიკებდა ჩვენი სასჯელების სტადიონზე ჩატარების გამო, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვითქვამს მათი კანონებისა და სასჯელების შესახებ. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს ჩვენი კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონებს ყურანზე დაყრდნობით გავაკეთებთ", — უთხრა მან AP News-ს.
მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯა მკვლელობაში ბრალდებულებისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, ქურდობისთვის ხელის ამპუტაციის, ხოლო ყაჩაღობისთვის ხელისა და ფეხის მოკვეთის მეთოდს იყენებდნენ. ტურაბის განცხადებით, ხელების მოკვეთა "ძალიან საჭიროა უსაფრთხოებისთვის", თუმცა მისი თქმით, ამჯერად კაბინეტი მსჯელობს, იყოს თუ არა ეს პროცესები საჯარო.
გამოცემის განცხადებით, თალიბანის მთავრობის პირობებში ტურაბის ციხეების მეთვალყურეობა ევალება. ის ერთ-ერთია, სხვა ლიდერებთან ერთად, რომელიც გაეროს სანქციების სიაში ჰყავს შეყვანილი. AP News აღნიშნავს, რომ თალიბების წინა მმართველობის პერიოდში ის ცნობილი იყო, როგორც "მრისხანე და უკომპრომისო". მედიის ცნობით, როცა თალიბანმა 1996 წელს ძალაუფლება ხელში აიღო, ქალ ჟურნალისტს უყვირა და "კაცების ოთახის" დატოვება მოსთხოვა. ამჯერად, ტურაბიმ ინტერვიუ გამოცემის ქალ ჟურნალისტს მისცა და განაცხადა, რომ "წარსულისგან შეიცვალნენ".
როგორც მან მედიას განუცხადა, თალიბანი ავღანელებს მისცემს უფლებას, რომ გამოიყენონ ტელეფონები და ტელევიზორები, რადგან მისი თქმით, "ეს მნიშვნელოვანია". გარდა ამისა, ტურაბის თქმით, თალიბებმა მედია დაინახეს, როგორც გზა მათი გზავნილების გასავრცელებლად.
"ახლა ვიცით, რომ ნაცვლად ასობისა, მილიონობით ადამიანს შეგვიძლია მივწვდეთ", — უთხრა მან AP News-ს და აღნიშნა, რომ თუ სასჯელები საჯარო იქნება, მაშინ შესაძლოა, მოქალაქეებს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება მისცენ.
თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის დამყარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, არაერთი სიახლე დააანონსა, თუმცა ის ძირითადად ძველ მიდგომებს იმეორებს. 12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თალიბანი ქალი სტუდენტებისთვის სწავლის ახალი წესების შემოღებას აპირებს. კერძოდ, აიკრძალება ქალებისა და კაცების ერთად სწავლება და გადაიხედება სასწავლო პროგრამაც. განათლებაზე წვდომის შეზღუდვის გარდა, მათ ქალებს აუკრძალეს სამსახურებში მისვლაც. 18 სექტემბერს კი, თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა და ღირსებისა და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა, რომელიც წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას ემსახურებოდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები