სამოქალაქო საარჩევნო კომისიის თანახმად, ამ დროისათვის დათვლილია ოქმების დაახლოებით 6,65%, აქედან კახა კალაძემ აიღო 44,8%, ნიკა მელიას აქვს 35,06%, გიორგი გახარიას — 8,9%, ხოლო ანა დოლიძეს — 3,9%.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს პროპორციულ ნაწილს, ამ შემთხვევაში დათვლილი გვაქვს 8,08% ოქმი და ქართულას ოცნებას აქვს 41,51%, ნაციონალურ მოძრაობას 29%, გიორგი გახარიას საქართველოსთვის 8,36%, ლელო 3,39%, გირჩი მეტი თავისუფლება — 2,92%.

პროპორციულ ნაწილში დათვლილია უბნების 15,39 პროცენტი. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხასა და ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, დანარჩენ ოლქებში კი ქართული ოცნება.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები მოსალოდნელია:

  • ზუგდიდი: მამუკა წოწერია — 38,61%; ანზორ მელია — 48,78%;
  • წალენჯიხა: გიორგი ხარჩილავა — 48,45%; გოგა გულორდავა — 38,18%;

  • მარტვილი: თორნიკე ჯანაშია — 40,32%; თეიმურაზ ჯანაშია — 38,96%;

  • ხობი: დავით ბუკია — 48,74%; ბესიკ შენგელია — 35,92%;

  • ოზურგეთი: ავთანდილ თალაკვაძე — 43,87%; ირაკლი ღლონტი — 12%;

  • ხელვაჩაური: ზაზა დიასამიძე — 49,77%; მიშა ბოლქვაძე — 26,47%;

  • ხულო: ვახტანგ ბერიძე — 49,69%; გოგიტა სოლომონიძე — 44,4%;

  • ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი — 42,47%; ხატია დეკანოიძე — 42,04%;
  • ხარაგაული: კობა ლურსმანაშვილი — 49,94%; დავით მაღლაფერიძე — 39,24%;
  • ხაშური: თენგიზ ჩიტიაშვილი — 45,22%; იოსებ ბუაძე — 33,51%;
  • გორი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი — 49,26%; ვასილ მახარაშვილი — 33,11%;
  • წალკა: ილია საბაძე — 49,69%; რუსლან ხუციშვილი — 24,11%;
  • თბილისი: კახა კალაძე — 44,8%; ნიკა მელია — 35,06%;
  • რუსთავი: ნინო ლაცაბიძე — 46,4%; დავით კირკიტაძე — 41,16%;
  • თელავი: ლევან ანდრიაშვილი — 47,36%; გიორგი ბოტკოველი — 44,02%;
  • ბათუმი: გიორგი კირთაძე — 44,14%; არჩილ ჩიქოვანი — 40,53%;
  • ფოთი: ბექა ვაჭარაძე — 41,76%; გიგი უგულავა — 39,58%.

2 ოქტომბერს, 20:00 საათზე სამი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს აჩვენებს. კერძოდ, Edison Research და IPSOS ამბობს, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, ხოლო GORBI-ის ეგზიტპოლის მიხედვით კახა კალაძეს 51,3%-იანი მხარდაჭერა აქვს.