ელენე ხოშტარია ოპოზიციიდან თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი იქნება
პარტია დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოპოზიციიდან თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი იქნება. აღნიშნულზე კოალიციური გუნდის წევრების წარდგენისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
"ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით ადამიანის უფლებების დაცვის და არამხოლოდ. ადამიანი, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე, ჩემზე ბრძოლის წინა ხაზზე არის ხოლმე რიგითობით და ეს უშრეტი წყარო აქვს ენერგიის. მინდა მას ვუსურვო, დარჩენილიყოს ასეთი ენერგიული, კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანი. მინდა, ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, სცენაზე ვთხოვო ელენე ხოშტარიას, რომელიც, ასევე, იქნება დედაქალაქის მერის მოადგილე", — განაცხადა მელიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, საჭიროა დიდი ეროვნული თანხმობა და ამის გარეშე არცერთი გეგმა არ განხორციელდება.
"ჩვენ არ ვართ ერთად იმიტომ, რომ გავხდეთ ერთნაირები, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს მოვატყუოთ, რომ ვართ ერთნაირები და ყველაფერზე ერთნაირად ვიფიქრებთ. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვართ ერთად და პატივს ვცემთ ჩვენს განსხვავებებს. დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში გვჭირდება სწორედ ეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. გვეუბნებიან, რომ ერთი როცა მოდის, მეორე უნდა წავიდეს. გვეუბნებიან, რომ ერთის მოგება, მეორეს მარცხსა და განადგურებას ნიშნავს, პირდაპირ ფიზიკურს, ან ციხეში ჩასმას, მერე შეურაცხყოფას, ღირსების გათელვას.
ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა, რომლის გარეშეც არცერთი გეგმა არ განხორციელდება", — განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.
სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი — სოფო ჯაფარიძე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი — მედეა მეტრეველი;
- ანტიკორუფციული მიმართულება — გიორგი ნონიაშვილი;
- შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი — მამუკა აჩბა;
- მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი — დიმიტრი ბიძინაშვილი;
- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი — გიგა ლემონჯავა;
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — დავით ლაგვილავა;
- ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი — ვასო ურუშაძე;
- თბილის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი — ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი — ბესო გაზდელიანი;
- გლდანის გამგებელი — თენგიზ გიორგაძე;
- ნაძალადევის გამგებელი — ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბის გამგებელი — დავით ნაფეტვარიძე;
- ჩუღურეთის გამგებელი — კახა ჟღენტი;
- ვაკის გამგებელი — საბა ბუაძე;
- საბურთალოს გამგებელი — ოთარ თავართქილაძე;
- ისნის გამგებელი — ლანა გალდავა;
- სამგორის გამგებელი — გულიკო ზუმბაძე;
- კრწანისის გამგებელი — რომეო ფარულავა;
- მთაწმინდის გამგებელი — თამაზ დათუნაშვილი;
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი — ანა ბიბილაშვილი;
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები