რა შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან 2021 წლის იანვარ-სექტემბერში
ეროვნული ბანკის შეფასებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან 866 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს 73,5%-ით აღემატება. აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წელს მიღებული ტურისტული შემოსავლები 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 66,5%-ით ჩამორჩება.
ასეთია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლების მიხედვით, იანვარ-სექტემბერი
წყარო: ეროვნული ბანკი
თუ თვეების მიხედვით მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ წელს ყველაზე მეტი მოცულობის ტურისტული შემოსავალი ივლისში მივიღეთ ($205 მლნ). აგვისტოში ტურიზმმა $199 მლნ, ხოლო სექტემბერში $162 მლნ მოგვიტანა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2020 წელს დრამატულად, $541,7 მილიონამდე შემცირდა, რის შედეგადაც 2019 წლის მონაცემთან ($3,3 მილიარდი) შედარებით 83%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბუნებრივია, ტურისტული შემოსავლები ვიზიტორების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში სულ 1 188 234 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 13,2%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემს 80,1%-ით ჩამორჩება.
მხოლოდ სექტემბერში უცხოელმა ვიზიტორებმა 226 662 ვიზიტი განახორციელეს. ეს მონაცემი 2020 წლის იმავე თვესთან შედარებით 349%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბერთან — 71%-ით ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დრამატულად შემცირებულ მონაცემებთან შედარებით ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გაიგეთ მეტი:
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები