რისკი ჯანმრთელობისთვის და შესაძლო დესტრუქცია — პენიტენციურის მიზეზები სააკაშვილის პროცესზე არმისაყვანად
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი უთხრა. უწყება ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ შესაძლოა სასამართლო დარბაზში ესკორტირებისას მოხდეს დესტრუქციული ხასიათის ქმედება. მათივე თქმით, სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება კი წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, გუშინ მისმა ექიმმა აღნიშნა, რომ ის პროცესზე დასწრებას შეძლებს.
შესაძლო დესტრუქციის მოლოდინებს პენიტენციური სამსახური სუს-ის ბრიფინგით ხსნის. მათი განცხადებით, რადგან მოსალოდნელი იყო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლა, მსგავს ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.
ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის", — ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
განცხადების დასასრულს უწყება ამბობს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უწყება "მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა".
ადვოკატებისა და თავად სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ ის პროცესს დაესწროს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის რეკომენდაცია კი იყო, რომ ექსპრეზიდენტის პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულიყო.
სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, სააკაშვილის პროცესი სასამართლოშივე შედგეს და დაესწროს თავად ექსპრეზიდენტიც. მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური ვალდებულები იყვნენ ეს მოთხოვნა შეესრულებინათ.
8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს ისე, რომ უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო ექსპრეზიდენტი.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილს რუსთავი ციხეში უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ, ამიტომ ბადრაგებს გაჰყვა. მისივე თქმით, როცა მიხვდა სად მიიყვანეს, გააპროტესტა და მანქანიდან ძალით გადაიყვანეს. პენიტენციური ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ძალით არავის წაუყვანია და ამის დასამტკიცებლად, რუსთავის ციხიდან გამოსვლის კადრები გაავრცელა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში შეყვანისას მასზე იძალადეს, იუსტიციის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ თავად სააკაშვილმა იძალადა ციხის თანამშრომლებზე. დაწყებულია ორი გამოძიება — ინსპექტორი სააკაშვილისადმი შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას იძიებს, ჩანიშნულია ექსპერტიზა; იუსტიციის გენერალური ინსპექცია კი სააკაშვილის მიერ პენიტენციურის ნივთის დაზიანებას და თანამშრომლებზე შესაძლო ძალადობას.
სააკაშვილის ციხეში შეყვანის შემდეგ, პატიმრები ფანჯრებიდან მას აგინებენ და ემუქრებიან. სახალხო დაცმველის და სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის პალატაში ეს ხმები ისმის. ადვოკატები ამას ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ.
სააკაშვილი უარს ამბობს ციხის სამედიცინო მომსახურებაზე. მისი ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტს რამდენიმე დღეა ტესტები არ გაუკეთებია, არ იციან სასიცოცხლო მაჩვენებლები რამდენი აქვს. მისივე თქმით, მდგომარეობა მძიმდება.
ამავე თემაზე:
- პრაისი: მთავრობას მოვუწოდებთ, გადადგან ნაბიჯები სააკაშვილის მენტალური და სამედიცინო საჭიროებებისთვის
- დეგნანი ხელისუფლებას სააკაშვილის სრულად აღჭურვილ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს
- უკრაინის ომბუდსმენი გმობს სააკაშვილის უფლებების დარღვევას და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
- არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა — Amnesty International სააკაშვილზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები