პენიტენციურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ციხეში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
თავდაპირველად, ვიდეოში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ათამდე ბადრაგმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გადმოიყვანა, შენობაში და შემდეგ ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანა, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს.
ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ გაიწია, თუმცა ხელი არ დაურტყამს.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრების გავრცელებამდე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ისინი ცდილობენ "აღასრულონ სამართალი და დაიცვან პატიმრის უფლებები". ამასთან, მინისტრის თქმით, მათი ინტერესია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა.
კადრების გავრცელებამდე ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადება ექსპრეზიდენტის მე-18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ მიიყვანეს რეანომობილით სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.
მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, მისი წერილი გავრცელდა, სადაც იქ შეყვანის დეტალებს აღწერს. სააკაშვილის თქმით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია.
"გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა. გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა", — წერდა სააკაშვილი.
სააკაშვილმა თქვა, რომ "გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი" მისთვის ნემსის გაკეთებას ცდილობდა, რა დროსაც, როგორც თავად აღნიშნა, ანალიზატორს გაკრა ხელი.
ეს მესამე შემთხვევაა, როცა პენიტენიცურმა სამსახურმა ციხიდან სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. პირველად 6 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, სააკაშვილი "საკვებს იღებს". აღნიშნული პენიტენციურმა "მაღალი საჯარო ინტერესით" ახსნა. პარალელურად, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, რომელმაც მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობდა და ის, რასაც იღებდა, იყო არა საკვები, არამედ სამედიცინო დანიშნულებით გამოწერილი საკვები დანამატები და მედიკამენტები. კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილმა შეწყვიტა აღნიშნული საკვები დანამატებისა და წამლების მიღება, უარი თქვა ტესტების ჩატარებაზეც.
8 ნოემბერს სააკაშვილი, მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მოგვიანებით, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როგორც სააკაშვილს უთხრეს, ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ და მხოლოდ ამიტომ დათანხმდა შეთავაზებას. პარალელურად, პენიტენიცურმა გაავრცელა მორიგი კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ნივთებს ალაგებს. ამ კადრებზე დაყრდნობით უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
პატიმრის პირადი ინფორმაციის დაცვა რომ აუცილებელია, ამაზე განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯერ კიდევ 5 ნოემბერს, კადრების გავრცელებამდე გააკეთა. იქ აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს, კადრების გავრცელების შემდეგ, მათ კადრების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები