რაღაც იმედი გამიჩინა ზურაბიშვილის დღევანდელმა გამოსვლამ — გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელმა გამოსვლამ მას იმედი გაუჩინა. მისი თქმით, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე მკაფიო საუბარი არ ყოფილა, თუმცა "აქეთ მივდივართ".
"მე გამიჩინა რაღაც იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ, აშკარად გამიჩინა, იმიტომ, რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პროცესი უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის არაფრთხილი გამოთქმა საზოგადოებაში ღელვას იწვევს და რომ შეიძლება, ეს, რაღაცნაირად, თავიდან ავიცილოთ და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა", — აღნიშნა მან მთავარი არხის ჟურნალისტთან.
ალასანიას თქმით, ბრიფინგისთვის ბოლომდე არ უსმენია, თუმცა რაც მოისმინა, პიზიტიურად ეჩვენა.
ექსპრეზიდენტის შიმშილობის 48-ე დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და როგორც სხვა პატიმრები, ვერ ისარგებლებს სამოქალაქო კლინიკით, რადგან ეს შესაძლო საფრთხეებთან არის დაკავშირებული რისი დაზღვევაც მისი აზრით, ურთულესია.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოეპყრობიან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს და ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს "მისივე ქცევის მიუხედავად".
მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა ღირსებისა და პატივის შემლახავი კადრების გავრცელებას და მმართველი გუნდის რიტორიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ზოგიერთი ოფიციალური პირის გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში მეტ გაუგებრობას, დაძაბულობასა და გაღიზიანებას იწვევს და ამ ვითარებაში კომენტარები მოზომილი უნდა იყოს.
ზურაბიშვილმა სამწუხაროდ შეაფასა ის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილ კონსილიუმს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები