წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულების უფლებებს NGO-ები დაიცავენ
თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან და მის დაქვემდებარებულ დაწესებულებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ჯამში 10 ადამიანი გათავისუფლდა და პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი "სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა".
"ათიდან რვა დასაქმებული თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაუშვეს ან გადაიყვანეს სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე, ორს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს, რაც, ჩვენი შეფასებით, დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაა", — აცხადებენ ორგანიზაციები.
საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში იცავენ ეკატერინე კიკნაძისა და დინარა ვაჩნაძის ინტერესებს. ეკატერინე კიკნაძე ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან გაათავისუფლეს და მისი თანხმობის გარეშე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამის სავარაუდო მიზეზი გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების გაჟღერება იყო, რის გამოც იგი მუზეუმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებს ჩამოაშორეს. რაც შეეხება დინარა ვაჩნაძეს, რომელიც თბილისის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი იყო, NGO-ები ამბობენ, რომ ის დაუსაბუთებლად დააქვეითეს და გადაიყვანეს რიგითი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების მიმართ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება კანონმდებლობისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევით მოხდა.
"აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ნიკა ახალბედაშვილი — იურისტი, რომელიც მანამდე თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. საკადრო ცვლილებებს კი საფუძვლად დაედო ახალი საშტატო განრიგი, რომელიც სწორედ მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ამოქმედდა და მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ თანამდებობები ფორმალურად გაუქმდა", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და ერთ-ერთის შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.
4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
31 ივლისს მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს". მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა. ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].
14 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამებობა დატოვა. როგორც ნიორაძე აცხადებს, ის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მსგავსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა არ სურდა და ამ მიზეზით, უფრო დაბალ, კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადასვლა უნდოდა.
მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე გადადგა, მუზეუმიდან წასვლის შესახებ გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა განაცხადეს.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები