ეჭვი მაქვს, საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ და პოლიციელს ხელს აფარებენ მაღალი რანგის პირები — რამაზ გერლიანის ძმა
რამაზ გერლიანის ოჯახი ეკონომისტის გაუჩინარებაზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მისი ძმის, რომანოზ გერლიანის თქმით, ეჭვობს, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება და პოლიციელს, რომელსაც მისი ძმა ზეწოლაში ადანაშაულებდა, ხელს აფარებენ. მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ ოჯახის წევრებს გამოძების მიმდინარეობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.
"[ჩნდება ეჭვი, რომ] ამ საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ და ამ პოლიციელს ხელს აფარებენ მაღალი რანგის ... არ ვიცი, ვინ არის. ასე გამოდის, ხო? ასეთი ხმაურის ფონზე ისიც კი არ ვიცით, დაიკითხა ეს პოლიციელი, საერთოდ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ამ პიროვნების მიმართ, დათხოვნილია სამსახურიდან თუ არა", — ამბობს რომანოზ გერლიანი.
ის ფიქრობს, რომ აღნიშნული პოლიციელი "პატარა ჭანჭიკია" და რამაზ გერლიანის გაუჩინარებაში უფრო მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩარეულები. რომანოზ გერლიანი ამ საქმეს მისი ძმის ყოფილ სამუშაო ადგილს უკავშირებს.
"მოგეხსენებათ, რომ რამაზ გერლიანი იყო თავის დროზე მაღალჩინოსანი, საჯარო სამსახურში. ის იკავებდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტს. აქედან გამომდინარე, მას იცნობენ ხომ, საჯარო სამსახურის მაღალ რგოლებში?! საქმეს მსვლელობა უნდა მიეცეს. როდესაც ჩემი ძმა საუბრობს ზეწოლაზე, დიახაც, ეჭვი მიჩნდება, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა.
ეს ადამიანი, ეს პიროვნება არის პატარა ჭანჭიკი ამ საქმეში. საქმე უფრო შორის მიდის, ვინაიდან, რამაზი ხაზს უსვამს, რომ ითხოვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით საქმის აღძვრას — თუ გადასცემდა ეს პიროვნება მასზე და მის ოჯახზე ინფორმაციას მესამე პირს. თუმცა ამაზე რეაგირება არ არის", — აცხადებს რომანოზ გერლიანი.
დღეს რამაზ გერლიანის ძმამ და კოლეგებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც დეტალურად ისაუბრეს გერლიანის ბოლო დროინდელ მდგომარეობაზე. ისინი აცხადებენ, გერლიანის ყოფილი ცოლი იმ პოლიციელთან მეგობრობდა, რომელსაც ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ეს პოლიციელი და გერლიანი ერთმანეთს პირველად სწორედ ამ უკანასკნელის ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ. რომანოზ გერლიანის თქმით, პოლიციელს თან ჰქონდა იარაღი და მის ძმას როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გარდა ამისა, რამაზ გერლიანის ახლობლების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის მუდმივად საუბრობდა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. მათი თქმით, გერლიანმა გამოძების დაწყებისა და რეაგირების მოთხოვნით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართა, მათ შორის გენერალურ ინსპექციასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსპექტორს.
"რამაზის ეს ქმედება, ეს საჯარო პოსტიც, წერილიც, რაც დატოვა და ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც რამაზი აღმოჩნდა ... ამის მთავარი მიზეზი იყო, რომ სამართალდამცვავების მხრიდან არ მომხდარა დროული რეაგირება", — განაცხადა გერლიანის მეგობარმა, ირაკლი მაკალათიამ.
მაკალათიას თქმით, ის აპირებდა საქმეს ბოლომდე მიჰყოლოდა და საჭიროების შემთხვევაში ამაზე საჯაროდ, მედიასთან ესაუბრა. გერლიანის კიდევ ერთი კოლეგის და მეგობრის, ნოდარ სირბილაძის თქმით, მათ იცოდნენ, რომ გერლიანს მობილურში ჰქონდა აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის მისი და იმ პოლიციელის საუბარი, ვისაც ზეწოლაში ადანაშაულებს. სირბილაძის ინფორმაციით, გუშინ, 20 დეკემბერს სამართალდამცავმა უწყებებმა მათი სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ოფისი გაჩხრიკეს, საიდანაც გერლიანის მობილური ტელეფონი და წერილი ამოიღეს.
"წერილი იყო საკმაოდ მოკლე. იქ ეწერა ასეთი რამ, რომ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ღმერთს სთხოვდა პატიებას. ახსენებდა თავის ორ შვილს და ამბობდა, რომ მას ისინი ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ოფისშივე ჩვენ აღმოვაჩინეთ ტელეფონი და ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რადგან თვითონ ტელეფონზე იყო მარკერით შესაბამისი კოდი, თუ როგორ უნდა გახსნა ტელეფონი [...]
ერთადერთი ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ინფორმაცია, რაც ტელეფონშია, იყოს უსაფრთხოდ და მაქსიმალურად გამჭვირვალედ ყველასთვის გახდეს ცნობილი, თუ რეალურად რა ფაილებია იქ, რა ჩანაწერებია", — აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
ის ფიქრობს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც გამოძიებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ პოსტის წაშლაა, რომლის შემდეგ გერლიანი გაუჩინარდა. სირბილაძეს არ სჯერა, რომ პოსტი თავად რამაზ გერლიანმა წაშალა.
"ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ იყო რამაზ გერლიანის ფეისბუქ ექაუნთით შესული და ვინ წაშალა აღნიშნული პოსტი. ამის დადგენა არის ძალიან მარტივი", — ამბობს სირბილაძე.
რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები 19 დეკემბრიდან ეძებენ. გაუჩინარების დღეს მან პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა. გერლიანი წერდა, რომ რადგან ხალხი ამ პოსტს კითხულობს, "მთლად კარგად არ არის საქმე"; ამბობდა, რომ ღირსება შეულახეს და თავს ცუდად გრძნობს. მან გამოაქვეყნა სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის, ერთ-ერთი პირის ფეისბუქგვერდის სქრინი და განაცხადა, რომ სწორედ ის ემუქრებოდა, შეიარაღებული დახვდა ბინაში და მიაყენა შეურაცხყოფა.
გერლიანი აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი პოლიციის მუნდირის გამოყენებით, საპოლიციო სისტემითა და სხვადასხვა საშუალებით მასსა და ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. გერლიანი ვარაუდობდა, რომ ის ვინმეს დავალებითა ან დაკვეთით მოქმედებდა და მოპოვებულ ინფორმაციას სხვას გადასცემდა. ასევე, წერდა შესაძლო თვალთვალსა და მიყურადებაზეც.
მისივე თქმით, მომხდარზე პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა "კანონი დუმს", ხოლო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. გერლიანი წერდა იმასაც, რომ განადგურებულია და რაც უნდოდათ, ის მიიღეს, მაგრამ მის მართვას ვერ შეძლებენ.
რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები