"შეხვედრა იყო საინტერესო, პროცესი მრავალმხრივია" — ლელოს ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა საინტერესო იყო. მისივე თქმით, ისინი პრეზიდენტის ინიციატივას ყველანაირი პირობების გარეშე უჭერენ მხარს. ხაზარაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილთან მართლმსაჯულებაზე ისაუბრეს.
"ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიზებული, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოურ მენტალიტეტში ჩარჩენილი, არის მიკერძოებული, მიტაცებული. პრობლემა არის იმაში, რომ ეს არის აქსიომა, სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა, შესაბამისად, ეს შარლ მიშელის დოკუმენტშიც იყო გაწერილი. ეს ერთ-ერთი ძირითადი საკიხი იქნება ამ პროცესის, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყანაში განვითარდეს ნებისიერი სფერო, ეს იქნება, ეკონომიკა, თუ დავძლიოთ სიღარიბე თუ ა.შ. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული სამართლიანი მართლმსაჯულების მხრიდან", — განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.
ხაზარაძის თქმით, როგორც პარტიები, ასევე, თავად ზურაბიშვილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება პარტიიდან პარტიის ხელში გადადის. ხაზარაძე ამბობს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზირებლია და მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რაც ქვეყანაში სამართლიანობას და სამართალს დაამკვიდრებს.
"ამაზე ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, პრეზიდენტი, რომ ის მართმსაჯულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, გადადის პარტიიდან პარტიის ხელში, ჯერ იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიის ხელში, ახლა არის ქართული ოცნების პარტიის ხელში და მემგონი ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის, პრეზიდენტი, რომ ეს უნდა დასრულდეს. ქვეყანაში უნდა შეიქმნას სისტემა, კიდევ ვიმეორებ, ეს შარლ მიშელის დოკუმენტში ძალიან კარგად იყო გაწერილი, შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც სამართლიანობა და სამართალი ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება ქეყანაში და არ იქნება არც პოლიტიკური მართმსაჯულება და არც შურისძიება", — თქვა მან.
ხაზარაძის თქმით, მოწოდება, რომ შერიგებისთვის მონანიებაა საჭირო, ინდივიდუალური საკითხია, რადგან მონანიება "ხდება ეკლესიაში", ხოლო თუ ვინმემ რამე დააშავა, ამისთვის სამართლიანი სასამართლოა საჭირო და ადამიანმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მისივე თქმით, პრობლემა სწორედ ისაა, ქვეყანაში კანონის აღსრულება "მიტაცებულია".
"ემოციურ თემებს თავი დავანებოთ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება კანონი, მისი ზედმიწევნით აღსრულება, სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუციები, რომელიც უნდა დაუბრუნდეს ხალხს და თითოეულ მოქალაქეს, აი, ეს არის ამოცანა", — განაცხადა მან.
პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები დაიწყო. დღეს ის ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდა. ზურაბიშვილმა შეხვედრა სალომე სამადაშვილთან, ხატია დეკანოიძესთან, მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესთან, ალეკო ელისაშვილთან, ლევან იოსელიანთან, ანა დოლიძესთან, იაგო ხვიჩიასთან და ვახტანგ მეგრელიშვილთან გამართა.
- "ამ ეტაპზე ხდება ინტელექტუალური მოთელვა" — სამადაშვილი ზურაბიშვილს შეხვდა
- "ერთმანეთს მოვუსმინეთ, აზრები გავცვალეთ" — ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
16 დეკემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.
მანამდე, 10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.
მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.
იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.
France 24-თან ინტერვიუში კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აიღო ვალდებულება, შერიგების პროცესის დაწყების.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები