ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს დასავლეთს, გამოექანეთ რაშმორიდანო — ზურაბ ჯაფარიძე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის თავმჯდმარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკა პირველი შემთხვევა არ არის და თვეებია, რაც ეს "პატერნი" ჩამოყალიბდა. ჯაფარიძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდი ყოველ ჯერზე ირიდებს პასუხისმგებლობას, როცა დასავლელი პარტნიორები მათ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ. მისი შეფასებით, ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილი ეუბნება პარტნიორებს, "გამოქანეთ რაშმორიდანო".
"დასავლეთის კრიტიკაზე ოცნების სინდისისგან (ნაწილი) და/ან ტვინისგან (ნაწილი) დაცლილი მოლაპარაკე თავები პასუხობენ რომ:
- ა) ჩვენ დასავლელ მეგობრებს არ ესმით კარგად რა მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს მათ და რომ ეს რეფორმა იყო ერთადერთი სწორი და აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო;
- ბ) დასავლეთის კრიტიკაში შეცდომებია (‘ტექნიკური ხასიათის’), რომლებიც იმით არის გამოწვეული რომ ჩვენი მეგობრები არ ფლობენ სრულად ინფორმაციას;
- გ) დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა არასწორია და რომ ეს კონკრეტული ბიუროკრატების ბრალია (აშშ-ს ელჩს დაადეს პირდაპირ ხელი);
- დ) ასეთი კრიტიკის გამო დასავლეთი ნდობას კარგავს ‘ქართული საზოგადოების’ თვალში;
- ე) იქით მიუთითებენ პრობლემებზე, მაგალითად 5 ივლისის სისხლიან დარბევაზე წამოსულ კრიტიკაზე ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა უპასუხა თქვენც ხომ ვერ შეაჩერეთ BLM-ის აქციების დრო ქუჩაში ძალადობაო.
ოცნების მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფომაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი", — წერს ჯაფარიძე.
როგორც გირჩის ლიდერი ამბობს, 2021 წლამდე ასე არ ხდებოდა და მმართველი გუნდი რიტორიკის დონეზე მაინც უწევდა ანგარიშს დასავლეთს. მისი აზრით, სიტუაცია 2020 წელს შეიცვალა, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფონზე "ივანიშვილი/ოცნება დარწმუნდა რომ ეს ხალხი ყველაფერს აიტანს".
"კლასიკაა უკვე. რომ გავამარტივოთ:
- ივანიშვილი/ოცნება არ თმობს ძალაუფლებას, პირიქით, და ამას სწირავს ჩვენი შვილების მომავალს;
- დასავლეთი ეუბნება რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა;
- ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს გამოექანეთ რაშმორიდანო.
ეს ყველაფერი ცხადია მოსწონს რუსეთს", — წერს ჯაფარიძე.
ის განმარტავს, რომ დასავლეთთან გაუცხოება ნიშნავს, არანაირ ნატოს საქართველოში, არანაირ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ლიბერალურ დემოკრატიას და რუსეთის მხრიდან მორიგ დემონსტრირებას მსოფლიოსთვის რომ "ეს რეგიონი არის მისი ბოსტანი". მისივე განმარტებით, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე არ იარსებებს არანაირი არაღიარების პოლიტიკა, ქვეყანაში არ შემოვა ფული და "გრძელვადიანად — ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებ".
პოსტის დასასრულს ჯაფარიძე წერს: "თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ რუსთაველი ლამაზად გაანათეს, გიჟდება ხალხი".
3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების გამო გააკრიტიკა. საელჩოს განცხადებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა, ხოლო სასამართლოებზე მიღებული კანონპროექტით კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.
მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას არყევს. მისი აზრით, განცხადებაში არაერთი უზუსტობა იყო და მთლიანობაში არასამართლიანია.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
-
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
კომენტარები