მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის გამოხატვის — ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებზე
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება. მინისტრის თქმით, კარგი იქნებოდა პარლამენტს ერთიანი, კონსენსუსზე დაფუძნებული რეზოლუცია შეემუშავებინა. რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მოხსენიების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას კი "პოლიტიკურ მანიპულაციას" უწოდებს.
"საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან. თუკი ნება იქნებოდა, ჩემი სურვილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყო კონსენსუსი და კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო საქართველოს პარლამენტს. ის, რაც ხელისუფლებამ შეიტანა ტექსტში, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციის მთავარი პათოსი, ჩვენი მხრიდან პოზიცია იყო ის, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.
ამ ყველაფერზე საუბარია იმ ტექსტში — საუბარია სუვერენიტეტზე, ტერიტორიული მთლიანობაზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები. რა თქმა უნდა ახლა, იქ სიტყვებზე თამაში ... მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ არ გვეშინია ჩვენი მკაფიო პოზიციის გამოხატვის და ეს რომ ასე არის, ფაქტებით არის დადასტურებული", — განაცხადა ზალკალიანმა პალიტრანიუსის ეთერში.
მინისტრი ფიქრობს, რომ რეზოლუციის პათოსი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია. კითხვას, იყო თუ არა საჭირო რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენება, ზალკალიანი ასე პასუხობს:
"ჩემთვის კარგი იქნებოდა, რომ ეს თემა არ გამხდარიყო პოლიტიკური მანიპულაციების და იმის საბაბი, რომ ეს რეზოლუცია არ არის მიღებული და ცალ-ცალკე მოუწევთ პარლამნეტში [განხილვა]", — ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სამი სხვადასხვა ვერსიაა შემუშავებული. ორ მათგანში — ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების ტექსტში — რუსეთი ნახსენები არ არის. მესამე ვერსია, რომელშიც მკაფიოდაა ხაზგასმული რომ რუსეთი აგრესორია როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში პარტია დროამ შეიმუშავა და სხვა ოპოზიციური პარტიები თანაავტორებად მიიწვია. რეზოლუციის ამ ვერსიას უკვე შეუერთდნენ ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.
გაიგე მეტი:
- 28 იანვარს, უკრაინის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოსაწერად მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან
- რუსეთი არც თბილისის საკრებულოს კიევის მხარდამჭერ მიმართვაშია ნახსენები
- ზოგიერთი ოპოზიციონერი შინაარსის ნაცვლად, მხოლოდ ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული — პაპუაშვილი რეზოლუციაზე
- რეზოლუციის წუნს არ წარმოადგენს ის, რომ რუსეთის აგრესორობაზე დამატებით ხაზგასმა არ მომხდარა — სარჯველაძე
- კობახიძის აზრით, რეზოლუციაში რუსეთის არხსენების გამო კრიტიკა "სიტყვებზე გამოკიდება" და "სპეკულაციაა"
- გირჩი — მეტი თავისუფლება "ოცნებას": აფხაზეთი და ცხინვალი რომ ახსენოთ იმ რეზოლუციაში, ეგეც არ მოსულა?
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები