აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მკაფიო გზავნილები საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისთვის. მან თქვა, რომ რეზოლუციის შმუშავებაში ორივე მხარის ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო ვერსიას არ გაცნობია.

"ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველა ვართ ერთიანი, რათა დავიცვათ უსაფრთხოების პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპას და რამაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში მოიტანა უსაფრთხოება და მშვიდობა. საქართველო, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, NATO — ყველა ძალიან მკაფიოდ გამოთქვას თავის პოზიციას და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავლახავთ ამ კრიზის, რომელიც შექმნა რუსეთმა, მას სურს შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების პრინციპები ძალის გამოყენების მუქარით და ამას ჩვენ არ დავუშვებთ.

რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, მე არ მინახავს საბოლოო ვერსია, თუმცა თუმცა კარგი იყო ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტია ერთად მუშაობდნენ, იყვნენ მოლაპარაკების პროცესში აღნიშნული ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი, როგორც საქართველოს ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის", — თქვა დეგნანმა.

ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სამი სხვადასხვა ვერსიაა შემუშავებული. ორ მათგანში — ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების ტექსტში — რუსეთი ნახსენები არ არის. მესამე ვერსია, რომელშიც მკაფიოდაა ხაზგასმული რომ რუსეთი აგრესორია როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში პარტია დროამ შეიმუშავა და სხვა ოპოზიციური პარტიები თანაავტორებად მიიწვია. რეზოლუციის ამ ვერსიას უკვე შეუერთდნენ ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.

გაიგე მეტი: