უკრაინაში ვიზიტამდე მაკრონი პუტინს შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მათი შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და მოსალოდნელი შეჭრის საფრთხე იქნება. მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი მიზნად ისახავას "რუსეთთან დიალოგსა და დეესკალაციაზე" მოლაპარაკებებს.
Reuters-ის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან — 8 თებერვალს, სამშაბათს კი ის კიევში ჩავა.
გამოცემას მაკრონთან დაახლოებული ორი სხვადასხვა წყარო ეუბნება, რომ ამ ვიზიტით ის დროის მოგებასა და სიტუაციის გაყინვას ცდილობს, სულ მცირე, ევროპაში მომავალ არჩევნებამდე, მათ შორის, უნგრეთში, სლოვენიასა და საფრანგეთში. წყაროს თქმით, პრეზიდენტისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ ევროპაში მისი ლიდერობა აჩვენოს.
უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.
ამასთან, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს თქვა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამიტროპოლიტი გრიგოლი: ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და, ჩვენგან განსხვავებით, არც გამბედაობა! მიტროპოლიტი გრიგოლი: ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და, ჩვენგან განსხვავებით, არც გამბედაობა!
-
გადახედვაპროტესტი პარლამენტთან — გეგმა და სპეციალური ადგილები დემონსტრანტების საჭიროებებისთვის პროტესტი პარლამენტთან — გეგმა და სპეციალური ადგილები დემონსტრანტების საჭიროებებისთვის
-
გადახედვაილია მეორე: შევთხოვოთ ღმერთს, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობით და ერთობით გვაკურთხოს ილია მეორე: შევთხოვოთ ღმერთს, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობით და ერთობით გვაკურთხოს
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, რასაც აკეთებთ, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ ანა ნაცვლიშვილი: საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, რასაც აკეთებთ, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ
-
გადახედვათსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება თსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება
-
გადახედვაფოტოებში: რა ხდება ახლა პარლამენტის წინ და მიმდებარედ — ფოტოებში ფოტოებში: რა ხდება ახლა პარლამენტის წინ და მიმდებარედ — ფოტოებში
-
გადახედვაბუაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში ჰყავთ შეყვანილი და პიჟამებში და ჩუსტებში არიან ბუაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში ჰყავთ შეყვანილი და პიჟამებში და ჩუსტებში არიან
-
გადახედვაშეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები
-
გადახედვაგავათენოთ საქართველოსთვის — რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო გავათენოთ საქართველოსთვის — რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო
-
გადახედვაბარები, სადაც აქციის მონაწილეებს დახმარებას, ტელეფონის დატენვასა და შესვენებას სთავაზობენ ბარები, სადაც აქციის მონაწილეებს დახმარებას, ტელეფონის დატენვასა და შესვენებას სთავაზობენ
-
გადახედვა"ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას" — თსსუ-ს სტუდენტებმა ფიცი დადეს და რუსთაველიკენ მიემართებიან "ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას" — თსსუ-ს სტუდენტებმა ფიცი დადეს და რუსთაველიკენ მიემართებიან
-
გადახედვაპარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც
-
გადახედვაშს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ შს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ
-
გადახედვა"რუსული კანონის ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებს, რასაც მისი ამოქმედება მოუტანს საზოგადოებას" — 100-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება "რუსული კანონის ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებს, რასაც მისი ამოქმედება მოუტანს საზოგადოებას" — 100-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
-
გადახედვაუნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ უნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ
-
გადახედვარუსულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მთავრობას სამ არჩევანს სთავაზობს რუსულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მთავრობას სამ არჩევანს სთავაზობს
-
გადახედვა13 მაისს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები აამოქმედა — განცხადება 13 მაისს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები აამოქმედა — განცხადება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს ირაკლი კობახიძე: ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს
-
გადახედვაკობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას კობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
კომენტარები