საკუთარი ღირსების უარყოფაა ის, რომ დღემდე არცერთი თქვენგანი უკრაინაში არ ჩასულა — სამადაშვილი "ოცნებას"
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარ ღირსებაზე უარის თქმაა უკრაინის რეზოლუცია. მისივე განცხადებით, საკუთარი ღირსების უარყოფაა ისიც, რომ დღემდე მმართველი გუნდიდან უკრაინაში არავინ ჩასულა.
"სიბრაზის ცრემლებით ხმაგაბზარული და მათზე დაკისრებული სიმძიმით დაღლილი, მაგრამ სრულიად შეუვალი უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას რთული იყო არ შეგრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების. ჩვენი ქვეყნისთვის, დიახ, ღირსების აღდგენას შევეცადეთ, როდესაც უკრაინელების ერთადერთ თხოვნას, ვთქვათ სიმართლე იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი სოლიდარობით ვუპასუხეთ.
დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში მე მსურს, რომ თქვენ, უმრავლესობის წარმომადგენლებს გკითხოთ, რატომ აიძულებთ ქართველ ხალხს, უარი თქვათ ღირსებაზე და რატომ აიძულებთ ჩვენს ქვეყანას ჩაიდინოს პოლიტიკური თვითმკვლელობა? დიახ, საკუთარ ქვეყანაზე ღირსების უარის თქმაა ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ დაამტკიცეთ უკრაინაზე და საკუთარი ღირსების უარყოფა არის ის, რომ დღემდე არცერთი თქვენგანი უკრაინაში არ ჩასულა და უკრაინაში არ ჩასულა არცერთი ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობით", — აღნიშნა მან.
უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზებისა და რუსული აგრესიის ზრდის ფონზე, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კიევში ვიზიტს არ აპირებენ. ამაზე ისაუბრა, როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ასევე, დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ. პირველ თებერვალს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და დროას წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირეს. კიევში შეხვედრებს მართავენ მსოფლიოს ლიდერები, ისმის რუსული აგრესიის კრიტიკა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკრაინაში ჯერ კიდევ არ ჩასულან.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები