ლელოს ლიდერის, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის დაჯერება შეუძლებელი იქნება, მანამ, სანამ ამისთვის მტკიცე საფუძველი არ იქნება. უსუფაშვილს არ სჯერა, რომ საქართველოში ვინმე მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული.

"სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა. [...] მე არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობითაა დაკავებული, ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. [...] მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყველაზე უფრო მძლავრი სადაზვერვო სამსახურების სამსახურები სწორედ ჩვენს რეგიონს აკვირდებიან, უკრაინას და მის შემოგარენს, ყველაზე უფრო გაფაციცებით, ასე რომ, რამე მსგავსი მოვლენა ძალიან, ძალიან ფანტასტიკის სფეროა", — განაცხადა მან.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: