ჩინეთში Fantastic Beasts-ის მესამე ფილმიდან გეი მომენტები ამოჭრეს
ჩინეთში ცენზურის სამიზნედ ამჯერად ჯადოსნური ცხოველების სერიის მესამე ფილმი The Secrets of Dumbledore იქცა. პრემიერამდე ქვეყანაში კინოსურათიდან გეი მომენტები ამოჭრეს.
$200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფენტეზის ჟანრის ფილმში, რომელიც პოტერიადის საგის ერთგვარი წინაისტორიაა, ალბუს დამბლდორისა და გელერტ გრინდელვალდის, რომანტიკული ურთიერთობის დეტალები ჩანს. ჩინეთში 8 აპრილს გამართულ პრემიერაზე კი გადაწყვიტეს, ორიგინალური ვერსიიდან რამდენიმე დიალოგი ამოეჭრათ, მათ შორის ფრაზები "რადგან შენ მიყვარდი" და "იმ ზაფხულს, როცა გელერტს და მე ერთმანეთი შეგვიყვარდა".
ფილმის გამომშვები კომპანიის, Warner Bros.-ის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრის ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, ზოგჯერ მცირე ცვლილებების დაშვება უწევთ.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ფილმებს მსოფლიოში ისე აჩვენებენ, როგორც ისინი მათმა შემქმნელებმა გამოუშვეს, თუმცა, წარსულში ჩვენ გვახსოვს შემთხვევებები, როცა ადგილობრივ ბაზარზე მცირე ცვლილებები მომხდარა", — წერია კინოკომპანიის განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, ცვლილებების მიუხედავად, "კინოსურათის განწყობა" არ დაკარგულა, რადგან ამოჭრილი დიალოგების გარდა, ფილმში გრინდელვალდისა და დამბლდორის ახლო ურთიერთობაზე სხვა მინიშნებებიც არის.
სახელმწიფო ცენზურა და ჰომოფობია ჩინეთში
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მხატვრული ნაწარმოებები ჩინეთში ცენზურას ემსხვერპლა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ქვეყანაში სერიალ Friends-იდან გეი პერსონაჟების სცენები წაშალეს; ასევე დაცენზურებული აჩვენეს Sex and the City-ის გაგრძელება, And Just Like That. დიალოგების ამოჭრით არ შემოიფარგლნენ დევიდ ფინჩერის კლასიკად ქცეული ფილმის, Fight Club-ის შემთხვევაში, სადაც ფინალი საერთოდ შეცვალეს.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ჩინეთში კვენტინ ტარანტინოს ფილმსაც დაუპირეს დაცენზურება, თუმცა, რეჟისორმა ცვლილებებზე მტკიცე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, მსგავსი გადაწყვეტილებები იშვიათია. კინოს დისტრიბუტორი კომპანიები ცვლილებების მოთხოვნებს ხშირად მარტივად თანხმდებიან, რადგან ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, შემოსავლების მაჩვენებელს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ცენზურა ეხება სატელევიზიო პროდუქტებსაც. გასულ წელს ქვეყანაში აიკრძალა შოუები, რომლებშიც "ფემინური ქცევა" და "ცუდი მისაბაძი მაგალითები" ჩანდა. ერთ-ერთმა ჩინურმა მაუწყებელმა 2018 წელს, ევროვიზიის ტრანსლირებისას, ასევე ამოჭრა მუსიკალური ნომერი, რომელშიც ორი კაცის ცეკვა იყო ნაჩვენები.
როცა ფრედი მერკურის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმში, Bohemian Rhapsody-ში, მთავარი როლის შემსრულებელმა რამი მალეკმა ოსკარი მიიღო და ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა, ჩინეთში არხმა მსახიობის ნათქვამი ფრაზა "გეი კაცი" შეცვალა და "განსაკუთრებულ ჯგუფად" თარგმნა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები