ოჯახის თერაპევტის თქმით, ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი "ორმხრივად ძალადობდნენ"
ვირჯინიის შტატში გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი — მსახიობი ჯონი დეპი თავის ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს 2018 წელს გამოქვეყნებული ოპ-ედის გამო, სადაც ჰერდი ოჯახში ძალადობის გამოცდილებაზე წერს, ცილისწამებისთვის უჩივის.
სასამართლოზე ჩვენება მისცა ოჯახური ურთიერთობის საკითხების კონსულტანტმა, რომელთანაც თავიანთი ქორწინების პრობლემებზე ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი ერთად ყოფნის დროს საუბრობდნენ.
პროფესიით კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ლორელ ანდერსონამ განაცხადა, რომ წყვილის თანაცხოვრების პერიოდში "ორმხრივ ძალადობას" ჰქონდა ადგილი.
თერაპევტის თქმით, ბავშვობაში ორივე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ჯონი დეპი ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავზე კონტროლს ინარჩუნებდა, მაგრამ ამბერ ჰერდი ის ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც მას "ძველი ტრავმა გაუღვიძა".
როცა მას ჰკითხეს, ძალადობდა თუ არა დეპი ჰერდზე, ასე უპასუხა:
"ის თავშეკავებული იყო ალბათ 20 ან 30 წლის განმავლობაში. ორივე [ბავშვობაში] ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ ჩემი აზრით, დეპი ათწლეულების განმავლობაში საკუთარ ქმედებებს აკონტროლებდა. შემდეგ კი ჰერდთან ყოფნის დროს მან ეს კონტროლი დაკარგა და როგორც მე აღვიქვი, ერთმანეთზე ორმხრივად ძალადობდნენ".
ოჯახური ურთიერთობის საკითხების კონსულტანტის თქმით, ამბერ ჰერდმა არაერთხელ წამოიწყო ჩხუბი იმისთვის, რომ "[დეპი] მასთან დარჩენილიყო, რადგან მიტოვება მისთვის ყველაზე საშინელი კოშმარი იყო".
"თუ [დეპი] დააპირებდა, რომ ჩხუბის გასანეიტრალებლად იქაურობას გასცლოდა, ის [ჰერდი] უფრო მეტად ესხმოდა თავს, რადგან ერჩივნა, ეჩხუბათ, ვიდრე მიეტოვებინა", — დასძინა თერაპევტმა.
2015 წლის დეკემბერში ჰერდმა ანდერსონს დაურეკა და უთხრა, რომ სახეზე დალურჯებები ჰქონდა. ფსიქოლოგმა დაადასტურა ეს შემთხვევა და აღნიშნა, რომ ჰერდის სახე თავის დროზე ფოტოებითაც ნახა და ფიზიკურადაც და მას მართლა აღენიშნებოდა დალურჯებები.
ამ შემთხვევის შემდეგ სესიაზე დეპმა განაცხადა, რომ "ამბერმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა". ანდერსონის თქმით, ეს ისე გაიგო, რომ ჰერდი "მასსავით [დეპივით] ძლიერ ეჩხუბებოდა და ჯონი უფრო მეტად ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას, ვიდრე ის [ამბერი]".
ჯონი დეპი ყოფილ ცოლს 2018 წელს ჟურნალ Washington Post-ში გამოქვეყნებული ტექსტის გამო უჩივის, რომელშიც ამბერი ოჯახურ ძალადობასა და მასთან გამკლავების გზებზე წერს. სტატიაში ჯონი ნახსენები არაა, თუმცა იქამდე, 2016 წელს, მათი დაშორების შემდეგ ჰერდიმ ყოფილი ქმარი ღიად დაადანაშაულა ძალადობაში, რასაც დეპი უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდს, The Sun-საც უჩივლა, როცა ამ უკანასკნელმა მსახიობს "ცოლზე მოძალადე" უწოდა. მან ეს სასამართლო დავა წააგო, გასაჩივრების შემდეგ კი სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სხვათა შორის, წაგებული სასამართლო დავის შემდეგ Warner Bros.-მა დეპს როლის დატოვება მოსთხოვა. მსახიობმა შარშან აღნიშნა, რომ "ჰოლივუდი ბოიკოტს უცხადებს", ხოლო "ბოიკოტის გამოცხადების კულტურის პირობებში არავის აქვს თავი ქუდში".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები