ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოხსნას აკრიტიკებს
მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, უიმბლდონის ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გადაწყვეტილება, რომლითაც პრესტიჟული სპორტული ღონისძიებიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოიხსნენ, ჯოკოვიჩმა "უგუნურებად" შეაფასა.
უიმბლდონის ოფიციალური განცხადების მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამ წლის ტურნირიდან ყველა რუსი და ბელარუსი მოთამაშე მოიხსნა. ომს, რომელიც უკვე თვეზე მეტია, გრძელდება, აგრესორი ქვეყანა "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.
უიმბლდონი ჩოგბურთის პირველი ტურნირია, რომელმაც ორი ქვეყნიდან ინდივიდუალური მოთამაშეები მოხსნა. შესაბამისად, ნომერ მეორე ჩოგანი კაცი დანიილ მედვედევი რუსეთიდან და ნომერ მეოთხე ჩოგანი ქალი არინა საბალენკა ბელარუსიდან, ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ჯოკოვიჩი, რომელიც ომგამოვლილი სერბეთიდანაა, აცხადებს, რომ მიმდინარე კონფლიქტთან სპორტსმენებს კავშირი არ აქვთ.
"ომს ყოველთვის დავგმობ", — ამბობს ჩოგბურთელი, — "მე თვითონაც ომის შვილი ვარ და კონფლიქტს მხარს არასდროს დავუჭერ. ვიცი, რამხელა ემოციურ ტრავმას ტოვებს ის. სერბეთში ყველას მოგვეხსენება, რა მოხდა 1999 წელს. ბალკანებს ახლო წარსულში ბევრი ომი გვქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, უიმბლდონის გადაწყვეტილებასაც ვერ დავუჭერ მხარს. მე ვფიქრობ, ეს უგუნურებაა. როცა სპორტში პოლიტიკა ერევა, ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება ხოლმე".
ორგანიზატორების თქმით, თუკი ამჟამინდელი გარემოებები ტურნირის დაწყებამდე შეიცვლება, გადაწყვეტილება "შესაბამისად გადაიხედება".
რაც შეეხება ჯოკოვიჩს, იგი რამდენიმე თვის წინაც მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როცა აუცრელობის გამო ავსტრალიაში ტურნირზე არ დაუშვეს. თავდაპირველად სპორტსმენმა ამ თემაზე წამოწყებული სასამართლო დავა მოიგო, თუმცა, მოგვიანებით მას ვიზა ისევ გაუუქმეს და ქვეყანა დაატოვებინეს. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სერბეთში სპორტსმენს ჯარიმა ან პატიმრობაც ემუქრებოდა.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები