ბოლო ერთ წელში ბენზინი 41,4%-ით გაძვირდა
მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინი 41,4%-ით გაძვირდა, ხოლო დიზელის ტიპის საწვავის ფასი 53,4%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, როგორც დიზელი, ისე ბენზინი აპრილში ყველაზე მეტად გაძვირებულ 10 პროდუქტს შორის მოხვდა.
ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება 4,14 ლარია, ხოლო რეგულარის — 3,81 ლარი.
საქართველოში საწვავის ფასის დადგენაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა საერთაშორისო ფასი, ლარის გაცვლითი კურსი და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები.
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმას მარტის თვეში ნავთობის საერთაშორისო ფასის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ამჟამად, მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, ნავთობის საერთაშორისო ფასი შემცირებულია, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ბოლო ინფორმაციით, ერთ წელში Brent ტიპის ნავთობის საერთაშორისო ფასი დაახლოებით 156%-ით არის გაზრდილი და 106 დოლარს უტოლდება.
2 მაისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საწვავი შედარებით იაფად შემოიტანა, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს ფასების შესწავლა და შუალედური დასკვნის წარმოდგენა დაავალეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოში საწვავის ფასის დადგენაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაა. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობიმპორტიორები საწვავს უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ, ლარის გაუფასურება მის ფასზე უარყოფითად, ხოლო გამყარება დადებითად აისახება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 11%-ით არის გამყარებული.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში საწვავის ფასის დადგენაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადებია. აქ დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადები იგულისხმება, რომელთა წილი საკმაოდ მაღალია. უფრო კონკრეტულად, ერთ ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავის ფასში, რომლის საშუალო ღირებულებაც 3,81 ლარია, გადასახადებზე დაახლოებით 95 თეთრი მოდის, საიდანაც დღგ-ის წილი 58 თეთრი, ხოლო აქციზის — 37 თეთრია.
საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 12,8%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებამ მოახდინა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები