სარჯველაძის თქმით, თუ ვინმე ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას დააორგანიზებს, "სიამოვნებით" შეუერთდება
ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თუ საჭიროება დადგება და ვინმე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას დააორგანიზებს, "სიამოვნებით" შეუერთდება. ასე უპასუხა სარჯველაძემ პალიტრანიუსის ჟურნალისტის კითხვას: დღეს ითქვა, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართოს, რამდენად შეიძლება იგივე ქართული ოცნება იყოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვინც ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას და მანიფესტაციას გამართავს, თუკი ივანიშვილს დაცვა დასჭირდება?
"არ მსმენია ამის შესახებ. [...] რამაც განაპირობა ასეთი დამთხვევები, შეიძლება, ასეთი ფაქტორების დასაცავად ღირდეს, ამ შემთხვევაში, იმის ჩვენება, როგორია განწყობა და დამოკიდებულება ქართველი ხალხის და რატომაც არა? მე პირადად, სიმართლე გითხრათ, ასეთი აქციის გამართვის შემთხვევაში, თუ ასეთ საჭიროებას ვინმე დაინახავს და დააორგანიზებს, რასაკვირველია, სიამოვნებით შევუერთდები.
ბუნებრივია ეს აბსოლუტურად, იმიტომ, რომ მე მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის. იმიტომ, რომ მე ვგრძნობ და მეც მაქვს ეს განწყობა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, საქართველო იყოს პაიკი. მე ასე არ ვხედავ ჩემს ქვეყანას", — განაცხადა მან.
10 მაისს კობახიძემ განაცხადა, რომ როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი ერთი თვის განმავლობაში თანხის გადარიცხვას აფერხებს, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. მისივე თქმით, თუ ვინმეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება და ომში ჩართვა უნდა, მმართველი პარტიის დამფუძნებელს "კარად არ იცნობს".
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს გერნსის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ დაქირავებული PR კომპანია, Cision-ი წერს.
Cision-ი შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებების სერიოზულ დარღვევასა და მისი კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კომპანიის ბენეფიციარებმა Credit Suisse-ს რამდენჯერმე გაუგზავნეს წერილი, სადაც რწმუნებულის მხრიდან დარღვევებზე საუბრობდნენ.
როგორც ირკვევა, Credit suisse-ის მხრიდან დაზარალებულებმა თანხის გაცემა 2022 წლის 4 მარტს მოითხოვეს, რომელზეც თანხმობა რწმუნებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 4 აპრილს გასცა. Cision-ის მტკიცებით, ამან მის კლიენტებს ფინანსური ზარალი მიაყენა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები