ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია კერზაია სიკვდილამდე — ბაჩანა შენგელია გოგაშვილის ფაილებზე
ბაჩანა შენგელიას თქმით, გეგმავს დასკვნის დეტალურად გაცნობის შემდეგ, მიმართოს პროკურატურას ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, გამოძიების განახლების მოთხოვნით. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამაზე საუბრობს სამი წელია, რაც არასამთავრობოებმა გამოაქვეყნეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გავრცელებული ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა გოგაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსია და არაერთხელ უთქვამს, რომ ჰყავს წყაროები და აქვს წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე.
- აღსანიშნია, რომ გოგაშვილი 16 ივლისს სპეცოპერაციით დააკავეს — მანამდე, 15 ივლისს კი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.
- დაკავების შემდეგ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტები ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცეს და გასაჯაროვდებოდა.
- ფაილები NGO-ებმა დღეს გამოაქვეყნეს — ის შეიცავს ჩანაწერებს რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებები აგროვებდნენ პირად ინფორმაციას საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, სამომავლოდ მათზე ზეწოლის მიზნით.
დეტალები: დოკუმენტებში საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები იყო.
- დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ, სავარაუდოდ, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.
შენგელიას განცხადებით, სწორედ ისეთ საკრალურ ჩანაწერებს შესწირეს ადამიანის სიცოცხლე, როგორიცაა "პარტიის მოსაზრება უარყოფითი".
- "ამ ყველაფრის ავტორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენ სახელმწიფო გვქონდეს".
- "ვისაც ჰქონია, რომ ეს იას საქმეზე ჩადენილი დანაშაული ვინმეს შერჩება, ძალიან ცდებით. როგორც ხედავთ ხელისუფლების მიერვე შექმნილი მტკიცებულებები და ჩანაწერები არსებობს, თან დარწმუნებული ვარ, ეს ზღვაში წვეთია. ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ".
ია კერზაია 2018 წელს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
- მანამდე ის ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა.
- რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.
- სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია.
- 2019 წლის 23 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა — მიზეზად "დანაშაულის არარსებობას" ასახელებდა.
ფაილებზე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ და "ძალიან დიდ სისულელე" უწოდა.
- თბილისი მერმა საუბრისას ისრების გადატანა სცადა და განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის პარალელური დათვლები.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები