ქარტია მთავარი არხის ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას გმობს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები, მათ შორის, სექსისტური ენა გამოიყენა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.
- ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს;
- კობახიძე აქ არ გაჩერებულა და ჟურნალისტს, რომელიც მას დავით არახამიას შესახებ კითხვას უსვამდა, უთხრა, რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა".
დეტალები: ქარტია მიუთითებს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც.
- "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება";
- "ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს".
ქარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
- "ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება".
კობახიძეს მხარს უჭერს გივი მიქანაძეც, რომელიც მსგავსი აგრესიული საქციელის ფონზე მას აქებს, პატრიოტს და გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამაყობს კიდეც მისი ხელმძღვანელობით.
- მიქანაძე კობახიძის გამართლების მცდელობაც აქვს და ისეთ ნარატივს ატარებს, რომ ჟურნალისტი დამნაშავედ გამოიყვანოს, თითქოს არსებობს კითხვები, რომელიც მედიამ არ უნდა დასვას, რომ მმართველ გუნდში არ გაღიზიანდნენ.
კობახიძის ნათქვამი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ამას "უკადრისი საქციელი" უწოდა.
- "ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას";
- "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად — ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".
-
გადახედვაალან ბერსე: ივანიშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე უნდა გააგრძელოს საუბარი ალან ბერსე: ივანიშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე უნდა გააგრძელოს საუბარი
-
გადახედვა"ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს — ჭოუ ციენს შეხვდა. "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს — ჭოუ ციენს შეხვდა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი დღეს იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ასევე ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა სალომე ზურაბიშვილი დღეს იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ასევე ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს მეორედ ხვდება ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს მეორედ ხვდება
-
გადახედვახულოს კლინიკაში დასაქმებული ექთნები გაფიცვით იმუქრებიან — ვიდეო ხულოს კლინიკაში დასაქმებული ექთნები გაფიცვით იმუქრებიან — ვიდეო
- კურტ ვოლკერი: "ქართული ოცნების" მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ კურტ ვოლკერი: "ქართული ოცნების" მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ
-
გადახედვადღეს თბილისში 13 აქცია-მსვლელობა არის დაგეგმილი დღეს თბილისში 13 აქცია-მსვლელობა არის დაგეგმილი
-
გადახედვაირაკლი კობახიძემ სანქცირებული შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა ირაკლი კობახიძემ სანქცირებული შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
-
გადახედვაშსს: შსს-ს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება შსს: შსს-ს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
-
-
გადახედვავედანტ პატელი: ერთ დღეს ერთი სანქცირება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან ვედანტ პატელი: ერთ დღეს ერთი სანქცირება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან
-
გადახედვაევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს — რა წერია ევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს — რა წერია
-
გადახედვაირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
-
გადახედვამარგუს ცაჰკნა: მივესალმები აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართველ პირებზე სანქციების დაწესებას მარგუს ცაჰკნა: მივესალმები აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართველ პირებზე სანქციების დაწესებას
-
გადახედვამეთიუ მილერი: აშშ მუშაობს, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ქართველ პირებს, მათ ოჯახის წევრებს, სამართალდამცველსა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს მეთიუ მილერი: აშშ მუშაობს, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ქართველ პირებს, მათ ოჯახის წევრებს, სამართალდამცველსა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს
-
გადახედვანინო ლომჯარია: [გომელაურის და კეზევაძის სანქცირებაზე] რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა? — განმარტება ნინო ლომჯარია: [გომელაურის და კეზევაძის სანქცირებაზე] რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა? — განმარტება
-
გადახედვააშშ-მა მაგნიცკის აქტით ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე დაასანქცირა აშშ-მა მაგნიცკის აქტით ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე დაასანქცირა
-
გადახედვაგერმანიის ბუნდესტაგის კომიტეტის წევრების მიერ საგანგებო შეხვედრაში ანა ნაცვლიშვილიც მიიწვიეს გერმანიის ბუნდესტაგის კომიტეტის წევრების მიერ საგანგებო შეხვედრაში ანა ნაცვლიშვილიც მიიწვიეს
-
გადახედვაირაკლი მსხილაძე: პროდიუსერმა მაცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გადაწყვიტა გადაცემა "ბუნების კანონი" დახუროს ირაკლი მსხილაძე: პროდიუსერმა მაცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გადაწყვიტა გადაცემა "ბუნების კანონი" დახუროს
-
გადახედვამეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებული ორი მამაკაცი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებული ორი მამაკაცი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
კომენტარები