როგორ შევარჩიოთ საწმენდი საშუალებები სწორად — 5 რჩევა
როცა მაღაზიაში სარეცხი და საწმენდი საშუალებების შესაძენად შევდივართ, ხშირად იმაზე დიდი არჩევანი გვხვდება, ვიდრე ველოდებით. რა თქმა უნდა, ბაზარზე მსგავსი პროდუქტების მწარმოებელი არაერთი ბრენდი არსებობს. თუმცა, მათ წარმოებულ საშუალებებს შორის ხშირად ბევრი განსხვავებაა. სწორედ ამ განსხვავებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა პროდუქტის შერჩევას ვცდილობთ. ამ სტატიაში რამდენიმე რჩევით კი დაგეხმარებით, არჩევანის გაკეთება გაგიადვილოთ.
1. გაითვალისწინეთ, რა რისთვის გჭირდებათ
საწმენდი საშუალებები, რა თქმა უნდა, მრავალი სახის არსებობს. თუმცა, ზოგჯერ ალბათ დაუფიქრებლადაც ვყიდულობთ მათ — ახლობლის რჩევით ან, უბრალოდ, რეკლამიდან მიღებული ინფორმაციით. მნიშვნელოვანია, პროდუქტის შეძენამდე მასზე ინფორმაცია მოიძიოთ და მხედველობაში მიიღოთ მისი დანიშნულება. ამით თავიდან აირიდებთ მოულოდნელ უსიამოვნებას — მაგალითად, როცა აღმოაჩენთ, რომ შეძენილი საწმენდი საშუალება ზოგიერთ ზედაპირს ვერ ასუფთავებს.
სხვათა შორის, ინფორმაციის მოძიების პროცესში შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების შეფასებებს, შემდეგ კი არჩევანი რამდენიმე საშუალებას შორის გააკეთოთ.
2. აუცილებლად გაიგეთ პროდუქტის შემადგენლობა
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საწმენდი საშუალებების ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი შემადგენლობაა. აუცილებელია, ეტიკეტზე დატანილი იყოს ყველა ინგრედიენტი, რომელსაც პროდუქტი შეიცავს. შესაძლოა, შეფუთვა გეუბნებოდეთ, რომ საშუალება უსაფრთხოა, მაგრამ გამჭვირვალობა მაინც აუცილებელია, პროდუქტის შემადგენლობის გამოტოვება კი — საფრთხილო.
3. უპირატესობა მიანიჭეთ ეკომეგობრულ საშუალებებს
21-ე საუკუნეში საწმენდი საშუალებების შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, თუ რა გავლენას ახდენს პროდუქტი ეკოლოგიაზე. თუმცა, არცთუ იშვიათად მათ შემადგენლობაში შედის ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მალევე ხვდება ცოცხალ გარემოში და აზიანებს ბუნებას. ეს საფრთხე ქიმიკატების წყალში შერევით წარმოიშობა. ამდენად, უმჯობესი იქნება, თუკი ეტიკეტზე შემადგენლობის გარდა პროდუქტის სხვა მახასიათებლებსაც შეავლებთ თვალს და არჩევანს ეკომეგობრულ საშუალებაზე შეაჩერებთ.
4. გაითვალისწინეთ პროდუქტის ეკონომიურობა
სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რა თქმა უნდა, აუცილებელი მოხმარების პროდუქტებია, შესაბამისად, მათი შეძენა გარკვეულ პერიოდში რამდენჯერმე მაინც გვიწევს. ასეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე ფულის დაზოგვა იმ მიზნით, რომ ყველაზე იაფი საშუალება ვიყიდოთ, ცხადია, არ ღირს. თუმცა, შეგიძლიათ ეკონომიურობის ფაქტორი გაითვალისწინოთ — მისი მოცულობისა და ღირებულების თანაფარდობა. ამაში შედის ისიც, თუ რამდენად სწრაფად და იოლად ასრულებს პროდუქტი თავის საქმეს.
5. დაბოლოს — გაითვალისწინეთ, რა გავლენა აქვს პროდუქტს სახლსა და ოჯახის წევრებზე
უკვე ვთქვით, რომ საწმენდი საშუალებების ინგრედიენტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუმცა, შეიძლება არც იცოდეთ, რა გავლენა ექნება ამა თუ იმ შემადგენლობის მქონე პროდუქტს თქვენს სახლსა და ოჯახის წევრებზე. ამდენად, უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და ანტიალერგიული საშუალება არჩიოთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თქვენი და ოჯახის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობაა. ოჯახში ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც მოიაზრებიან — აუცილებლად მიიღეთ მხედველობაში მათი კეთილდღეობა და გაიგეთ, როგორ დაიცვათ ისინი გამოყენებული საშუალებების ზემოქმედებისგან.
- რა გავლენას ახდენს საწმენდი საშუალებები ჩვენს ჯანმრთელობაზე?
- 5 რჩევა, თუ როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები საწმენდი საშუალებების ზემოქმედებისგან
სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერტიფიკატს - EU Ecolabel.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები