პოდოლიაკი უარყოფს, რომ უკრაინა ყირიმის სამხედრო ბაზაზე აფეთქებებში მონაწილეობდა
"ჩვენ რა შუაში ვართ", — ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ჟურნალისტის კითხვას იღებს თუ არა კიევი პასუხისმგებლობას ყირიმში მომხდარ აფეთქებებზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 9 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომთან საკიში აფეთქებები იყო.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.
- ეს ის ბაზაა, საიდანაც საფრენი აპარატები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ.
- გავრცელდა კადრები, რომლებიც აფეთქებების მასშტაბს ასახავს — ვიდეო აეროდრომიდან დაახლოებით 500 მეტრშია გადაღებული.
პოდოლიაკის თქმით, ყირიმში ძლიერი აფეთქებები შეიძლება იყოს რუსული არმიის არაეფექტური მენეჯმენტის შედეგი.
- მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს შეიძლოა, პარტიზანებს გაეკეთებინათ.
- მის გარდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვერ ადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას.
Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო წარმომადგენელმა კი თქვა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, აეროდრომ დარტყმა, შესაძლოა, უკრაინამ მიიტანა, თუმცა, აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.
რაც შეეხება ამერიკული ომის შემსწავლელ ინსტიტუტს (ISW), მათ გაანალიზეს ხერსონის ოლქში, რუსული ჯარის ზურგში და ყირიმის აეროდრომზე მომხდარ გუშინდელ აფეთქებებს.
- ISW-ის განცხადებით, რუსეთს სურვილი არ აქვს, უკრაინა დაადანაშაულოს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ობიექტებზე თავდასხმაში, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობას.
სტრიქონებს შორის: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსეთის დანაკარგების მონაცემები გაანაახლა, სადაც წერია, რომ გუშინ, 9 აგვისტოს, უკრაინამ 9 თვითმფრინავი გაუნადგურა რუსეთს.
- თუმცა უკრაინის გენშტაბი ყირიმში მომხდარი აფეთქების შესახებ არაფერს წერს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ასევე წერს, რომ განადგურდა 9 თვითმფრინავი.
ოფიციალურად უკრაინას არც გუშინ დაუდასტურებია, რომ სამხედრო აეროდრომი მათ დაბომბეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც, ზოგიერთებისთვის ამის ირიბი მტკივებულება იყო.
- უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი.
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა მომხდარზე თქვა, რომ "რუსული ჩვევა მოწიონ კოშკთან მათ საბოლოოდ გაანადგურებს".
- უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინისა და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით — მისი გათავისუფლებით.
ყირიმის ნახევარკუნძულის სრული ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და იქ სამხედრო ბაზები მოაწყო.
- 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულიდანაც შეიჭრა.
- უკრაინა აცხადებს, რომ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები