შესანიშნავი მსახიობია — მადს მიკელსენის თქმით, ჯონი დეპი შეიძლება Fantastic Beasts-ში დაბრუნდეს
ცნობილმა დანიელმა მსახიობმა, მადს მიკელსენმა, რომელმაც ჯადოსნური ცხოველების სერიის მესამე ფილმში გელერტ გრინდელვალდის როლი შეასრულა, ჯონი დეპი შეაქო და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება ფრენჩაიზში დაბრუნდეს.
მიკელსენმა გრინდელვალდის როლზე ჯონი დეპი მას შემდეგ შეცვალა, რაც წაგებული სასამართლო დავის შემდეგ Warner Bros.-მა მსახიობს როლის დატოვება მოსთხოვა. დეპმა პერსონაჟი სერიის წინა ფილმებში განასახიერა, თუმცა, კინოკრიტიკოსების აზრით, როლი მიკელსენმა უკეთ შეასრულა.
ჯონი დეპმა, რომელსაც ყოფილი ცოლი, მსახიობი ამბერ ჰერდი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებდა, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა რამდენიმე კვირის წინ მოიგო. ალბათ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ჯადოსნური ცხოველების ფრენჩაიზში დეპის დაბრუნების პერსპექტივა.
სარაევოს კინოფესტივალზე მადს მიკელსენმა აღნიშნა, რომ დეპისთვის განკუთვნილი როლის მიღება მისთვის "მეტად საფრთხილო" იყო.
"თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა", — აცხადებს მიკელსენი, — "საქმე მოიგო, ასე რომ, ვნახოთ, თუ დაბრუნდება. შეიძლება დაბრუნდეს.
"მე ჯონის დიდი ფანი ვარ. ვფიქრობ, ის შესანიშნავი მსახიობია და საქმეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა".
მიკელსენი დასძენს, რომ იგი ზედმიწევნით ვერ მიბაძავდა დეპის განსახიერებულ პერსონაჟს, რადგან ეს "შემოქმედებითი თვითმკვლელობა" იქნებოდა.
"ამდენად, სხვა რაღაც მოვიფიქრეთ. რაღაც, რაც ჩემი წილიც იყო და რამაც ჩვენ ორი დაგვაკავშირა. ეს კი ნამდვილად საფრთხილო იყო", — ამატებს მიკელსენი.
დანიელი მსახიობი ასევე შეეხო დეპის განაწყენებული გულშემატკივრების თემას და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან გულკეთილები, მაგრამ ჯიუტები არიან.
"მათთან დიდად არ ვურთიერთობდი, მაგრამ მესმის, რატომ დასწყდათ გული", — ამბობს მიკელსენი.
ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს, რამდენიმე წლის წინ ცილისწამებისთვის უჩივლა. 6-კვირიანი პროცესის შემდეგ, სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ყოფილი ცოლისთვის ზარალის $2 მილიონით ანაზღაურება დაევალა.
სასამართლოს მოგების გამო, წლების შემდეგ დეპმა ახალი როლი პირველად მიიღო. იგი მაივენ ლე ბესკოს ფილმში Jeanne du Barry საფრანგეთის მეფე ლუი XV-ს განასახიერებს.
დეპი ასევე აპირებს, სრულმეტრაჟიანი ფილმი თავადვე გადაიღოს. იგი მხატვარ ამედეო მოდილიანის ცხოვრების შესახებ შექმნილი კინოსურათის რეჟისორი იქნება, ამავე ფილმის პროდიუსერის როლს კი ალ პაჩინოც მოირგებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები