რას ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი "მეორე ფრონტზე" კობახიძის განცხადებაზე
ქართული ოცნების თავმჯდომარის ფრაზა, რომელსაც თავად კობახიძე ირონიად აფასებს, ოკუპირებულ რეგიონში შემაშფოთებლად აღიქვეს.
რა მოხდა: 13 სექტემბერს, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის სურვილში.
- მანვე თქვა, რომ შეუძლიათ ჩაატარონ პლებისციტი, უნდა თუ არა ხალხს, საქართველოში "გაიხსნას მეორე ფრონტი" — იქვე ირონიულად აღნიშნა, რომ "რასაც ხალხი იტყვის, იმას შეიძლება გაჰყვნენ".
- 14 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა თქვა, რომ "სერიოზულად აშფოთებთ" ეს განცხადება.
- ამავე დღეს, კობახიძემ განმარტა, რომ მისი ნათქვამი "სარკაზმი და მცირე ირონია" იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: "მეორე ფრონტის" გახსნაზე პროპაგანდისტული ნარატივი უკვე დიდი ხანია აქტუალურია. ამ თემის ინტერპრეტირებით მმართველი გუნდის წევრები და მათთან დაახლოებული პირები აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებს — აშშ-ს, ევროკავშირს და უკრაინას.
- ამ შემთხვევაში ე.წ. პლებისციტის საკითხი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა.
- აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს.
- "ყველას კარგად გვესმის, რას იგულისხმება "მეორე ფრონტში" და ეს ჩვენში ყველაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს", — განაცხადა მან.
- მანვე მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, მოახდინონ რეაგირება მსგავს საფრთხეებზე, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია რეგიონში.
დეტალები: როგორც ე.წ. სახელმწიფო მედია წერს, ამ შეხვედრაზე ტუჟბამ ყურადღება გაამახვილა "საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივ ზრდაზე", კერძოდ, განიხილა NATO-სთან ერთად გამართული წვრთნები — ღირსეული პარტნიორი.
- ტუჟბამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და "აფხაზეთის რესპუბლიკას შორის" სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შეთანხმებისა და ხელმოწერის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ეს ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი და ამოცანაა.
- "მეორე ფრონტის" საკითხს გამოეხმაურა რუსეთიც — საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი "კიევის მოწოდებას", აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ, პროვოკაციად მიიჩნევს.
- აღსანიშნავია, რომ რუსეთს უყურადღებოდ არც ღირსეული პარტნიორის წვრთნები დაუტოვებია და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ "მრავალეროვნული სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა ალიანსის მძიმე ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადატანა."
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
კომენტარები