რას ამბობს ოპოზიცია ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებაზე
ყოფილი პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის გარემოცვის დასანქცირებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, მათ შორის მისი ძმა და უჩა მამაცაშვილი დაასანქცირა.
- შესაბამისი ბრძანება გუშინ, 19 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) სიაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
- ბრძანებას თან ახლავს დოკუმენტი სახელად "დამატება", სადაც ჩამოთვლილია სანქცირებული პირების სახელები და აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდა.
ენმ: მელიას განცხადებით, ზელენსკის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მით უფრო ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება უსაფუძვლო და ეს მხოლოდ და მხოლოდ ეფუძნება კონკრეტულ ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტებს.
- "გვინახავს ბევრი რეკომენდაცია პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, და ეს შეთავაზებები არასდროს დარჩენილად შეთავაზებებად და რეკომენდაციებად".
- "რაც არ უნდა თქვას ივანიშვილის ოჯახის წევრებმა, რომ ისინი არ არიან პუტინის მოკავშირეები, ფაქტები მეტყველებენ, მათ წინააღმდეგ.
- ამიტომ, პუტინის ყველა მოკავშირე, იქნება ეს ქვეყნის მმართველი თუ სხვადასხვა ბიზნესმენი მსოფლიოს დონეზე და მასშტაბით ექცევა მსოფლიოს სანქციების ქვეშ და დადგა ის დღე და ის წუთები, როდესაც ივანიშვილის ოჯახამდეც მოვიდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება"
ლელო: სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს არის პასუხი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან — "ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის ეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენება ხდება და ჩვენი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რუსეთის მიერ, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით".
- "უკრაინას ამოძრავებს ერთადერთი ამოცანა, რომ ყველა ქვეყანამ, გააკეთოს ყველაფერი, რომ რუსეთს არ გაუადვილდეს სანქციების რეჟიმისთვის თავის არიდება", — ამბობს სამადაშვილი TV პირველთან.
- მამუკა ხაზარაძეც ამბობს, რომ პროცესები მიდიოდა აქეთკენ — "ეს არის პრორუსული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება".
სტრატეგია აღმაშენებელი: გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს არის ის გზა, რა სანქცირების გზასაც გადიან რუსეთის მოქალაქეები, რუსი ოლიგარქები და სხვა პირები.
- მისი თქმით, ეს არის გზავნილი ივანიშვილისთვის — "უნდა გადაწყვიტოს, უნდა პუტინი თუ უნდა ცივილური სამყარო".
- "ორმაგ თამაშს არავინ მიიღებს", — აცხადებს ვაშაძე TV პირველთან.
ევროპული საქართველო: გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინისგან მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
- "ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ,
როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და გადავდგამთ სწორ ნაბიჯები".
დროა: ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროცესის ბოლო ივანიშვილის სანქცირებაა, მათ შორის არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან
- მისი თქმით, სანქციები ყველა შემთხვევაში და ყოველთვის არის დასჯის და ზეწოლის პროცესი, კონკრეტული, დასაბუთებული ქმედებებისთვის.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები